გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გელა გელაძემ აჭარის რეგიონში არსებული საგამოცდო ცენტრები დაათვალიერა

1-07-2023

მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლის გამოცდებისთვის მზადების პროცესი დასრულების ეტაპზეა.


 

 

წინასაგამოცდო მოსამზადებელ სამუშაოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, ამჯერად ქალაქ ბათუმსა და ხულოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, გაეცნო.


 

 

გელა გელაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ყველა საგამოცდო ცენტრში, მათ შორის ბათუმსა და ხულოში არსებულ საგამოცდო ცენტრებში, 2023 წლის გამოცდებისთვის მზადების პროცესი დასკვნით ეტაპზეა და გამოცდებზე აპლიკანტებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო, მშვიდი და კომფორტული გარემო იქნება უზრუნველყოფილი.


 

 

აჭარის რეგიონის ყველა საგამოცდო ცენტრის სრულად აღჭურვის პროცესი დასრულებულია. თითოეულ ცენტრში გამოცდების მიმდინარეობისას ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება სასწრაფო და სახანძრო დახმარების სერვისები.


 

 

წელს ქვეყნის მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.  წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.


 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის ჯამში 75 000-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული. აქედან აჭარის რეგიონში დარეგისტრირებულია 8 200-ზე მეტი აპლიკანტი.    


 

 

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულნი კი საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას  27-28 ივლისს ჩააბარებენ.


 

 

 

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930