გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი პრემიერის ანგარიშზე: ტრადიციულად, ამ ანგარიშმა ჩაიარა ისე, რომ მთავრობას ჰქონდა ბევრი სათქმელი ხალხისთვის, ხოლო ოპოზიციას, სამწუხაროდ, არაფერი

1-07-2023

გუშინ 12 საათს გაგრძელდა პრემიერის წლიური ანგარიში და საბოლოო ჯამში ოპოზიცია ვერ შევიდა ბოლომდე დისკუსიაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პრემიერის ანგარიშის დროს ოპოზიციის მხრიდან არცერთი კითხვა არ დასმულა იმ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს.

 

„ირაკლი კობახიძემ შეაჯამა კითხვების სფეროები, რა იყო და როგორც. როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მოდის პარლამენტში, რომელიც პასუხისმგებელია ყველა სექტორში მიმდინარე პროცესებზე, ოპოზიციის მხრიდან არც ერთი კითხვა არ დაისვა ეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე, სოციალურ საკითხებზე, იმ საკითხებზე, რომელსაც შემდეგ პოპულისტურად წამოაყენებენ ხოლმე ამა თუ იმ მომენტში.

 

კვლავ იყო პოპულისტური საკითხები, დაწყებული სააკაშვილით და გაგრძელებული ამ თემებით, რომლითაც არ ასვენებენ ქვეყანას, ორი-სამი თემა, რომლის ტყვეობაშიც ჰყავთ აყვანილი საზოგადოების პოლიტიკური დისკუსია. ამის საპირისპიროდ, პრემიერის ანგარიშში იყო საუბარი რა გაკეთდა, რა კეთდება, რა გამოწვევებია.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დარტყმა იყო ბოლო წლებში, პანდემია თუ რუსეთის აგრესია, შეძლო მთავრობამ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კვლავ მაღალი მაჩვენებლით არის, ასევე ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური განვითარება მაღალი მაჩვენებლით არის. ბოლო კვლევებიც აჩვენებს, რომ საქართველო ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას უსწრებს, იქნება ეს ხელისუფლების გამჭვირვალობა, თუ ანტიკორუფციული ღონისძიებები. ტრადიციულად, ამ ანგარიშმა ჩაიარა ისე, რომ მთავრობას ჰქონდა ბევრი სათქმელი ხალხისთვის, ხოლო ოპოზიციას, სამწუხაროდ, არაფერი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930