23-08-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, გერმანიისთვის საქართველო ერთგული და საიმედო პარტნიორია, რასაც გერმანელი და ქართველი სამხედროების ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ერთობლივი მონაწილეობაც ადასტურებს.
"გვეამაყება, რომ საქართველო ერთგული და საიმედო პარტნიორია გერმანიისთვის. გერმანელი და ქართველი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობა ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, ჩვენი მხარდამხარ დგომასა და ურთიერთმხარდაჭერის თვალსაჩინო მაგალითია", – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველომ წარმატებით გაიარა დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოების გზა. მისი ევროპული არჩევანი კი, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ცივილიზაციური არჩევანია.
"ქალბატონო კანცლერო, თქვენ ჩამობრძანდით ქვეყანაში, რომელმაც წარმატებით გაიარა დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოების გზა. ჩვენი ევროპული არჩევანი არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ის ცივილიზაციური არჩევანია. ქვეყანა, რომელიც დღეს თქვენ გმასპინძლობთ, არა მხოლოდ ევროპული ქვეყანაა, არამედ ის არის საკმაოდ დიდი წვლილის შემტანი საერთო ევროპული ცივილიზაციისა და მისი ღირებულებების ფორმირებაში"-განაცხადა ბახტაძემ.
19-12-2024
18-12-2024