23-08-2018
გერმანიის ფედერაციის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, საქართველოში ვიზიტის დროს 199 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულებები დაიდება.
მისივე თქმით, გერმანიამ საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებისა და ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით დიდი როლი ითამაშა.
"ჩემი საქართველოში ვიზიტის დროს დაახლოებით 199 მილიონი ევროს ღირებულების ორ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. მაგალითად, ფული გამოიყოფა გაზის საცავზე, წყლის მომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემებისთვის. ამასთან, ევროკავშირთან საქართველოს აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. ჩვენ დიდი წვლილი შევიტანეთ საქართველოსთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაში. ასევე, ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით", – განაცხადა მერკელმა.
19-12-2024
18-12-2024