გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის სოფელ სორში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

5-07-2023

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა.

 

პროექტის ფარგლებში, სოფელ სორში წყალსადენი სისტემის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. კერძოდ,დამონტაჟდა ახალი წყლისსაქაჩი ტუმბო და მოეწყო ახალი წყალსადენი სისტემის მაგისტრალური ქსელი, რომელიც დაერთდა ცენტრალურ რეზერვუარზე.

 

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის - გიორგი ნოდარიშვილის განცხადებით, მოსახლეობას სასმელი წყალი დებეტის ნაკლებობის გამო გრაფიკით მიეწოდებოდა, ხოლო რეაბილიტაციის შედეგად, სოფ. სორის მოსახლეობა სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში მიიღებს.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა რომლის სახელშეკრულებო თანხამ 26 400 ლარი შეადგინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031