გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანგელა მერკელი: როგორ შეიძლება საქართველოთი ევროპელების დაშინება და მონსტრულ სიტუაციად ამის წარმოჩენა?

24-08-2018

გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ევროპაში ულტრამემარჯვენე პარტიების გაძლიერება ნამდვილად დამაფიქრებელია. მისივე თქმით, საქართველოს წინააღმდეგ ევროსკეპტიკოსები მიზანმიმართულ დაშინების პოლიტიკას აწარმოებენ და ვინაიდან ადამიანური ემოციები ძალიან ადვილად მანიპულირებადია, დიდი სიფრთხილეა საჭირო. 

ამის შესახებ მერკელმა თსუ-ს სტუდენტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კითხვა ეხებოდა ევროპაში ულტრამემარჯვენე პარტიების გაძლიერების პირობებში საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხს. 

"ნამდვილად არის ევროპაში ასეთი ტენდენცია, რომელიც ძალიან გვადარდებს. გვექნება ძალიან მძიმე ბრძოლა ევროპარლამენტის არჩევნების კონტექსტში 2019 წლის მაისში, სადაც არგუმენტები დაგვჭირდება. ეს იქნება საარჩევნო კამპანია, სადაც არ იქნება კლასიკური იდეოლოგიური გადანაწილება, არჩევანი იქნება მარტივი - ევროპა პრო და კონტრა," 
დასავლეთ ბალკანური ქვეყნებიღა გაკლდათ და კიდევ საქართველო და უკრაინა თავისი პრობლემებით. ასეთი არგუმენტები არსებობს სწორედ იმისთვის, რომ ხელოვნურად ხალხი დააშინონ ევროპის კონტინენტზე. როგორ შეიძლება საქართველოთი ევროპელების დაშინება, როგორ შეიძლება მონსტრულ სიტუაციად ამის წარმოჩენა?! რა პრობლემები შეიძლება შექმნას საქართველოს გაწევრიანებამ?! ადამიანური ემოციები ძალიან ადვილად მანიპულირებადია და ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო," - განაცხადა კანცლერმა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930