გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანგელა მერკელი: რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად გერმანიაში ენერჯი-ტერმინალის ასაშენებლად მზადება მიმდინარეობს

24-08-2018

 გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობაზე ევროპა  უარს ვერ იტყვის.  მისივე თქმით, რუსული გაზის მიღება ევროპისთვის უფრო იაფია ვიდრე, სხვა ქვეყნის, თუნდაც აზერბაიჯანის.

კანცლერი  აცხადებს იმასაც, რომ რუსეთზე ენერგომიმართულებით დამოკიდებულების მაქსიმალურად შესამცირებლად გერმანიაში ენერჯი-ტერმინალის ასაშენებლად მზადება მიმდინარეობს.   

 

აღნიშნული განცხადება ანგელა მერკელმა თსუ-ს სტუდენტის მიერ დასმული კითხვის  (რუსეთ-გერმანიის უდიდესი მილსადენის მშენებლობას  რუსეთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად  ხომ არ გამოიყენებს)  საპასუხოდ გააკეთა.

 

„როგორც მოგახსენეთ, ათწლეულებია, ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, მათ შორის CO2-ის შემცირების მხრივ, რადგან ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ნაკლებ ნახშირს გამოვიყენებთ და, ბუნებრივია, CO2-ისგან აბსოლუტურად თავისუფალი დონე ასე სწრაფად ვერ მიიღწევა. გაზი საჭიროა, ასე რომ ეს მიწის გაზი გადის ბელარუსში, უკრაინაში, ასევე პოლონეთში. ჩრდილოეთ დინება ერთი და ორი, ასევე სამხრეთ კორიდორი, ასევე აზერბაიჯანთან გვაქვს თანამშრომლობა.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი, პოლიტიკური ზემოქმედება უნდა შემცირდეს მაქსიმალურად, ვმსჯელოთ იმაზე, რომ უკრაინას ჰქონდეს სამართლებრივი და სამართლიანი პრეტენზია ტრანზიტზე. საერთო ჯამში, სამხრეთ კორიდორის პროექტი დამოკიდებულია მათ შორის იმაზე, რომ გარკვეული ნაწილი განთავსდება რუსეთში და მთლიანობაში ყველაფერი გამარტივდება.

 

გერმანიაში პარალელურად ვემზადებით ენერჯი-ტერმინალის ასაშენებლად, რუსეთზე დამოკიდებულების მაქსიმალურად შესამცირებლად.

 

გაზი მოდის დიდი ბრიტანეთიდან, ჰოლანდიიდან, ნორვეგიიდან, რუსეთიდან. ეს რადიკალურად არ შეიცვლება სამხრეთ კორიდორი ერთით და ორით, რა თქმა უნდა, უკრაინა დარჩება ტრანზიტული ქვეყანა ამ თვალსაზრისით.

შეიძლება სხვაგვარად შევხედოთ, პუტინს აქვს ინტერესი, გაზი გაყიდოს ევროპაში, ჩვენ ვუთხრათ, კეთილი ინებოს, პოლიტიკურად მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს, ანდა, მეორე მხრივ, დავაკმაყოფილოთ პუტინის თითოეული სურვილი. ამას არ გავაკეთებ. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც შედის საერთო ევროპულ ინტერესში,“-განაცხადა მერკელმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930