გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი სამხარაძე: ამ ცემა-ტყეპას რომ ვუყურებ, დაახლოებით წარმომიდგენია, ხალხი ნაცებს და იმ ოპოზიციის წარმომადგენლებს რას უზამს, თუ კანდიდატის სტატუსი კიდევ არ მოგვანიჭეს, უსამართლოდ!

6-07-2023

ამ ცემა-ტყეპას რომ ვუყურებ, დაახლოებით წარმომიდგენია, ხალხი ნაცებს და იმ ოპოზიციის წარმომადგენლებს რას უზამს, თუ კანდიდატის სტატუსი კიდევ არ მოგვანიჭეს, უსამართლოდ! - წერს პარტია “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

 

სამხარაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხალხი ისევე მოტყუვდება, როგორც ამერიკული კანონის რუსულად გასაღების დროს. თუმცა, მისივე თქმით, საზოგადოებამ უკვე იცის, თუ ვისი ინტერესია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

 

“ამ ცემა-ტყეპას რომ ვუყურებ, დაახლოებით წარმომიდგენია, ხალხი ნაცებს და იმ ოპოზიციის წარმომადგენლებს რას უზამს, თუ კანდიდატის სტატუსი კიდევ არ მოგვანიჭეს, უსამართლოდ! ამერიკული კანონის გარუსება რომ გამოუვიდათ, გონიათ კიდევ მოატყუებენ საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ ვერ მოგართვით!

 

 ხალხმა იცის, რომ ნაცების, მანქურთების და გლობალური ომის პარტიის ინტერესია საქართველომ სტატუსი რომ არ მიიღოს და ამათ მოთხოვენ მკაცრად პასუხს! რასაც ქართულ ოცნებას უმზადებდნენ, კანდიდატობის არ მიღების შემთხვევაში, ბუმერანგივით უკან დაუბრუნდათ და ახლა ყველამ იცის ვისი ბრალია, როცა ქვეყნის განვითარებას ხელი ეშლება!” - წერს დიმიტრი სამხარაძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930