გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გენადი არველაძე: ჩინეთთან ექსპორტი, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაორმაგდა, რაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თვალსაჩინო პოზიტიური შედეგია

7-07-2023

7 ივლისს თბილისში საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთობლივი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ჩინეთის მხარეს კი კომერციის სამინისტროს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ჰან იონგი.


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პირველი 5 წლის იმპლემენტაცია. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის მიღწევებზე და ხაზი გაესვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით მიღწეულ პროგრესს, რომელიც ორივე მხარემ პოზიტიურად შეაფასა. აღინიშნა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩინეთი ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორია საქართველოსთვის.


„ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2018 წლის 1 იანვარს ამოქმედდა. მას შემდეგ, სახეზეა ჩინეთში ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენცია. მაგალითისთვის, ექსპორტი ჩინეთში გაორმაგდა," - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. მისი თქმით, 2020-2022 წლებში ჩინეთი წარმოადგენდა ქართული პროდუქტებისთვის მთავარ საექსპორტო ბაზარს, რაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების თვალსაჩინო პოზიტიური შედეგია.


მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ჩინეთის სამომხმარებლო ბაზარზე ბევრი ახალი ქართული საექსპორტო პროდუქცია გამოჩნდა, კერძოდ, ორთოპედიული და ქირურგიული ხელსაწყოები, მშრალი ხილი, სანელებლები, ყავის და ჩაის ექსტრაქტები და სხვ. „ 2022 წლის საექსპორტო მონაცემებით, საქართველოს უმსხვილეს საგარეო სავაჭრო პარტნიორებს შორის, ჩინეთი პირველ ადგილზეა, მთლიან ექსპორტში 13%-იანი წილით," - აღნიშნა გენადი არველაძემ.


შეხვედრაზე გაიმართა პოზიტიური და კონსტრუქციული დისკუსია. მათ შორის, საუბარი შეეხო, ქართული ღვინის და ალკოჰოლური პროდუქციის ჩინეთში ექსპორტის ხელშეწყობას, გეოგრაფიულ აღნიშვნების, საბაჟო და ტექნიკური რეგულირების სფეროებში თანამშრომლობას გააქტიურებას. ასევე ყურადღება გამახვილდა საქონლით ვაჭრობის სფეროში არსებულ ბარიერებზე, ჩინეთის მიერ საქართველოს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, მათ შორის თაფლისა და ფრინველის ხორცის, ბაზარზე დაშვების მოთხოვნებსა და აღიარების შესაძლებლობებზე და სხვ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930