გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 15, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო თანდილაშვილი: გერმანია მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანას გარემოს დაცვის მიმართულებების გაძლიერებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე

7-07-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ქ. ბუდაპეშტში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს, ბუნების დაცვის, ბირთვული უსაფრთხოების და მომხმარებელთა დაცვის ფედერალურ მინისტრს შტეფი ლემკეს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას ერთმანეთთან სანდო პარტნიორობა აკავშირებთ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესშიგერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

 

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი და შეუქცევადი პროცესია.

 

„გერმანია, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, მუდმივად მხარს უჭერდა და დღესაც მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანას გარემოს დაცვის მიმართულებების გაძლიერებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

 

მინისტრის პირველმა მოადგილემშეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვის პოლიტიკაზე და იმ პროგრესზე ისაუბრა, რაც დაცული ტერიტორიების განვითარების, სატყეო მეურნეობის, ნარჩენების მართვის და გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვის კუთხით უკვე არსებობს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031