8-07-2023
„LGBTQIA+ თემის პიარი და ამ უკუღმართობის, როგორც ლუციფერის იდეოლოგიის მხარდაჭერა და პროპაგანდა არის ღმერთისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული“! - ასე ეხმაურება, LGBTQIA+ - თემის შეკრებას „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ადამიანები უნდა გამოვიდნენ და მშვიდობიანად დააფიქსირონ საკუთარი აზრი, მაგრამ აგრესიული ქმედება არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება. „დილიდან დავწერ - მერე იტყვიან, მოვლენებს დაელოდა და „იჭკვიანა“. არა, მეგობრებო ვაკვირდები სტატუსებს, ვეცნობი კომენტარებს. გაოცებულიც აღარ ვარ - იმედგაცრუებული უფრო.
„აბა, ვნახავთ როგორი მთავრობა გვყავს“, „ხვალ გადაწყდება გადარჩება თუ არა ოცნება“, „მიდით, მიდით, დაიცავით პიდარასტები", „ხალხის ძალა - აბა ვის მხარეზე იქნებით ხვალ“ და ა.შ. ხანდახან მართლა მგონია, რას ვერჩით ლომჯარიას, რომელიც თბილისის თავზე ბომბდამშენების გამოჩენას ნატრულობდა ბახმუტის მდგომარეობამდე მიყვანილ თბილისში ხომ პრაიდიც არ ჩატარდებოდა... LGBTQIA+ თემის პიარი და ამ უკუღმართობის, როგორც ლუციფერის იდეოლოგიის მხარდაჭერა და პროპაგანდა არის ღმერთისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული! უნდა თუ არა გამოვიდეთ ქუჩაში მშვიდობიანად ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად? აუცილებლად! მაგრამ, არანაირი „მართლმადიდებლური ვაჟკაცობის“ ჩარჩოებში არ ჯდება ის აგრესიული, ჩასაფრებული პოზიცია, როდესაც მხოლოდ 8 ივლისზე გადის თურმე მშვიდობის, სტაბილურობის და რეალური (!) ლუციფერის წინააღმდეგ ბრძოლაში ერის ჯანსაღი ძალების გაერთიანება ამ ხელისუფლების ირგვლივ. ჩემი მტერი ენდოს ასეთ „თანამებრძოლებს“.
მე თქვენთან ერთად „დაზვერვაში“ ვერ Rd წავიდოდი. ამ ომში ღია ნაცი მირჩევნია, როგორც მტერი და მოწინააღმდეგე. რა პოზიციაც მე აღვწერე ეს არის იმ იერუსალიმელების პოზიცია, ვინც უფალს „ოსანას“ უმღეროდნენ, მაგრამ მასში პირველივე იმედგაცრუების შემდეგ, ერთ კვირაში გოლგოთაზე აიყვანეს შეძახილებით: „ჯვარს აცუ იგი!“.
ბრმა, ყრუ და უნახავი უნდა იყო - წინა წლების „პრაიდ“ კვირეულები წლევანდელს რომ შეადარო და ამ ქვეყნის ჯანსაღი ნაწილის სასიკეთოდ ვერაფერი ვერ დაინახო. სადაა მათი შარშანდელი და შარშანწინდელი ყოველდღიური ღონისძიებები - ლექციებით, ფილმების ჩვენებით? სადაა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მათი მსვლელობის მცდელობა? სადაა მარში, აღლუმი, როგორც ასეთი? კონცერტის ფორმას აძლევენ, სადაც ჩვენგან მიტაცებული ცისარტყელები უნდა აფრიალონ? და ჯერ რომ არც არაფერი მომხდარა წინასწარ მშვიდობას, სტაბილურობასა და ლუციფერთან რეალურ (!) ბრძოლასა და თუნდაც ერთი დროშის ფრიალს შორის ტოლობის ნიშანს ავლებთ მთავრობის წინააღმდეგ და (ეგრე Rd გამოდის) LGBTQIA+ სასარგებლოდ? გთხოვთ ნებაყოფლობით დამემშვიდობოთ სოციალურ ქსელში მაინც, თორემ რეალურ ცხოვრებაში რაც გინდათ, ის გიქნიათ. ლუციფერის გაშმაგებული არმია ებრძვის ამ პატარა და დასუსტებულ საქართველოს, სადაც ჩემნაირების შერეკილი უმცირესობა თუ იცავს დღეს თუნდაც პეტრე-პავლეს მარხვას ან ცდილობს ეკლესიურ ცხოვრებას.
მიუხედავად ამისა, ვუმკლავდებით ბოროტებას როგორც ერი. უამრავი გარე და შიდა მტრის, ასევე ჩასაფრებულ „კეთილმოსურნეთა“ გარემოცვაში, რომელსაც ჰგონია, რომ მტრის ეს მოგერიება „თავისით მოდის“, ქართველების „გენეტიკური ტალანტების“ გამო. სულ იმას ვნატრულობ, უფალმა თანამედროვე ადამიანს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი დაუბრუნოს. სტრატეგიისა და ტაქტიკის, „წისქვილებსა და მეწისქვილეს“ წინააღმდეგ ბრძოლას შორის გარჩევის უნარი... მშვიდობა და რწმენაში გაძლიერება მაინც ნუ მოგიშალოთ ღმერთმა, მერე შეიძლება ის ჩემი ნატვრაც აგვიხდეს“! - წერს Facebook-ზე ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024