გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი სალომე ზურაბიშვილს: სამართალდამცავებს, რომელთაც მაღალი პროფესიონალიზმით უზრუნველყვეს დღევანდელი დღის ისე წარმართვა,რომ არცერთი ჩვენი თანამოქალაქე არ დაშავებულიყო, გამოუცხადეთ საყვედური ნაცვლად მადლიერებისა

9-07-2023

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელიც მან “პრაიდის ფესტივალის” გაუქმებასთან დაკავშირებით გააკეთა.

 

ეპისკოპოსის თქმით, ზურაბიშვილმა, სამართალდამცავებს მადლიერების ნაცვლად საყედური გამოუცხადა, თუმცა სწორედ მათი ძალისხმევით იქნა თავიდან აცილებული ვითარების გამწვავება.

 

“ახლა მე მინდა მივმართო მის აღმატებულებას,ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალს, ქალბატონ პრეზიდენტს: - დღეს,ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა მსოფლიო “ლგბტ” სოდომიტურ მოძრაობაზე,რომელიც დრო და დრო შეტევას ახორციელებს ჩვენს ერზე.

 

თქვენ გამოთქვით უკმაყოფილება და სამართალ დამცავებს გამოუცხადეთ საყვედური ნაცვლად მადლიერებისა.რომელთაც მაღალი პროფესიონალიზმით უზრუნველ-ჰყვეს დღევანდელი დღის ისე წარმართვა,რომ არცერთი ჩვენი თანამოქალაქე არ დაშავებულიყო. თქვენი აზრით,სამართალ დამცავები ძალისმიერი მეთოდებით უნდა დაპირისპირებოდნენ ათასობით ჩვენს მოქალაქეს,რაც გამოიწვევდა უმართავ პროცესებს და დესტაბილიზაციას ქვეყანაში?! მე საჯაროდ დაგიჭირეთ მხარი და ასევე საჯაროდ მინდა გამოვთქვა წუხილი თქვენს გამო.

 

და ასევე მინდა შეგახსენოთ,რომ არ დაგავიწყდეთ,თქვენ ბრძანდებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის,წმიდა ნინოს ვაზის ჯვრით განათლებული,თამარ და ქეთევან დედოფლის ქვეყნის პასუხისმგებელი პირველი პირი!” - წერს მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930