გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო თანდილაშვილმა კლიმატის გლობალური ცვლილების და მისგან გამომდინარე არსებული გამოწვევების საკითხებზე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

9-07-2023

ავსტრიის რესპუბლიკის ქალაქ ვენაში, კლიმატის გლობალური ცვლილების და მისგან გამომდინარე არსებული გამოწვევების საკითხებზე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE, ეუთო) მაღალი დონის კონფერენცია ჩატარდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 


კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა მონაწილეობა ეუთოს გენერალურ მდივან ჰელგა მარია შმიდტთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბაერბოკთან და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ ჯონ ქერისთან ერთად მიიღო.


დისკუსია კლიმატის ცვლილების დასაძლევად რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას მიეძღვნა.


„იმის გათვალისწინებით, რომ კლიმატის ცვლილებას არ აქვს საზღვრები, რეგიონული თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE, ეუთო) როლი ამ პროცესებში სასიცოცხლოდ აქტუალურია.


საქართველო ეუთოს დიდი ხნის პარტნიორია კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე გამოწვევების დაძლევაში.


ეუთოს მხრიდან ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მხარდაჭერის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია მიმდინარე რეგიონული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში მდგრადობის გაძლიერებას კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე ხანძრების რისკების შემცირების გზით. პროექტი ხელს შეუწყობს სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს უკეთესი კოორდინაცია გასწიონ სატყეო, საგანგებო და სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურებს შორის, რაც გააძლიერებს ადგილობრივი თემების შესაძლებლობებს ხანძრების პრევენციის, მართვისა და რეაგირების მიმართულებებით“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.


კონფერენციის ფარგლებში, განხილვის საგანი იყო რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად კლიმატისა და გარემოს უსაფრთხოების კუთხით წარმოქმნილი გამოწვევები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930