10-07-2023
მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნიანო, 600 დღეზე მეტი ,,გვიმტკიცებენ" მისი უცხოელი და აქაური ადვოკატები, მოპარულ მილიონებით დოლარს ხარჯავენ და ერთი ადამიანიც ვერ დაარწმუნეს ამაში, ახლა კრიპტოვალუტის ქურდი გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატი ცდილობს იგივეს, თურმე პოლიტიკური (არ გამოქვეყნებული) პოსტების გამო დევნიან - ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატის რობერტ ამსტერდამის განცხადებას.
როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, 2 500 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ თუ მოიპოვებ თავისუფლებას, მხოლოდ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე მიუთითებს და არა ვინმეს უდანაშაულობაზე.
„მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური ნიშნით დევნიანო, 600 დღეზე მეტი ,,გვიმტკიცებენ" მისი უცხოელი და აქაური ადვოკატები, მოპარულ მილიონებით დოლარს ხარჯავენ და ერთი ადამიანიც ვერ დაარწმუნეს ამაში, ახლა კრიპტოვალუტის ქურდი გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატი ცდილობს იგივეს, თურმე პოლიტიკური (არ გამოქვეყნებული) პოსტების გამო დევნიან. ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელებას, მეტი დამაჯერებლობისთვის უცხოელი ადვოკატის განცხადება ჭირდება, გეგონება თაღლითი და მატყუარა არ შეიძლება უცხოელიც იყოს, ასე იყო სახვა შემთხვევებშიც: მოპარული და მიტაცებული მილიონებით მთავარია უცხოელი ადვოკატი აიყვანო, შეკვეთილი სტატიები და სიუჟეტები გაავრცელო, ერთი-ორი ყოფილი ან მოქმედი პოლიტიკოსიც ტვიტი ან/და პოსტი იყიდო და ეგ არის, უცოდველი კრავის იმიჯი ,,გარანტირებული" გაქვს!
თუმცა სიმართლეს წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება, 2 500 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ თუ მოიპოვებ თავისუფლებას, მხოლოდ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე მიუთითებს და არა ვინმეს უდანაშაულობაზე, დაველოდოთ გამოძიებას და სასამართლოს საბოლოო ვერდიქტს, მაგრამ მანამდე არავის უნდა მივცეთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უფლება!“ - წერს ბოჟაძე facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024