გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს კრიმინალური პოლიციისა და გერმანიის ურთიერთთანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში წარმატებულია

24-08-2018

გერმანიის ფედერაციის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს საერთაშორისო გამოცემებიც ეხმაურებიან, მათ შორისაა "როიტერი", "დოიჩე ველე" და "ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი".
სტატიებში მერკელის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადებებია განხილული. გამოცემებში აქცენტი გაკეთდა კანცლერის იმ განცხადებაზე, სადაც ის საქართველოს უსაფრთხო ქვეყანად და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში, საიმედო პარტნიორად განიხილავს.
"საქართველო გერმანიის ძალიან კარგი პარტნიორია და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობა წარმატებულია" - ანგელა მერკელი.
მოგეხსენებათ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მიერ, ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, ბოლო 7 თვეში 120- ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა დაკავებული რომლებიც, ევროპის სხვადასხვა ქალაქში ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები იყვნენ.
ასევე აღსანიშნავია, რომ წარმატებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლობა ევროპელ და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან პოლიციის ატაშეების მეშვეობით, რომელთა ქსელი მსოფლიო მასშტაბით ფართოვდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31