გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: ქვეყნის შიდა და გარე მტრების დასუსტება შესაძლებელიც და მოსალოდნელიც არის.. იმ მომენტისთვის ქვეყანას მისი მავნებელი პ-რეზიდენტიც აღარ ეყოლება და ქვეყნის გამაძლიერებელი საკანონმდებლო პაკეტებიც უნდა იქნას რეალიზებული, თუნდაც მომდევნ

11-07-2023

„ [საქართველოს პრეზიდენტს] იმპიჩმენტს ვერ გამოვუცხადებთ პარლამენტში ამისთვის ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო. ეს მშვენივრად ესმის და მავნებლობის ქანქარა კიდევ უფრო გააქტიურდება“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

ქართველშვილის თქმით, იმ დროისთის, როდესაც ქვეყანას აღარ ეყოლება მავნებელი პრეზიდენტი, უნდა მოხდეს ქვეყნის ჯანსაღი ძალების გაერთიანება, ქვეყნის გადარჩენის მიზნით. „ერთხელაც დავწერ და „ვსიო“ (აზრი აღარა აქვს) გვარამიამ ციხიდან და მისმა უახლოესმა გარემოცვა ქალბატონებმა „სვაბოდაზე“, 23-28 მარტს მთავარი „ტექნიკური“ როლი ითამაშეს ამსტერდამსა და ვაშინგტონში ვიზიტებისას ოთხი ქართველი მოსამართლის სანქციების ქვეშ შეყვანის „სპეცოპერაციაში“, რასაც მაიკლ მაკფოლმა და ფრენსის ფუკუიამამ საბოლოო გადაწყვეტილების ფორმა მიაღებინეს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამტკიცების წინ. დღეს უკვე „სვაბოდაზე“ მყოფი თვით გვარამია, რომელსაც ეს ღვაწლიც დაუფასდა, სტრასბურგში პრეს-კონფერენციებს გეგმავს საქართველოში „სიტყვის თავისუფლებისა“ და „დემოკრატიის უკუსვლის“ თემაზე.

 

ვოიაჟის შემდეგი სადგური ვაშინგტონი იქნება დიდი ალბათობით. მისი ციხიდან გამომშვებთა წინაშე პირადი მადლიერების გამოხატვისა და ქართულ რადიკალურ მოძრაობაში „რუხი კარდინალის“ პოზიციაზე ოფიციალური „ხელდასმის“ მიზნით. ჰო... იმპიჩმენტს ვერ გამოვუცხადებთ პარლამენტში ამისთვის ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო. ეს მშვენივრად ესმის და მავნებლობის ქანქარა კიდევ უფრო გააქტიურდება. ვერც რადიკალების ჯიბეებში ჩავახედეთ საზოგადოება (მოგვიტევეთ!) უპრეცედენტო, ომის გამოცხადების ტოლფასი საერთაშორისო ზეწოლის გამო. და ვერც „ელჭიპიტისეულ“ პროპაგანდას ავკრძალავთ საკანონმდებლო დონეზე ამ ეტაპზე (!) როგორც ჩანს, სანამ საქართველოს გარე და შიდა მტრები ჯერ კიდევ გრძნობენ თავის პოლიტიკურ უპირატესობას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ პლანეტარული მასშტაბით. მაგრამ ამ ძალების დასუსტება შესაძლებელიც და მოსალოდნელიც არის. იმ მომენტისთვის ქვეყანას მისი მავნებელი პ-რეზიდენტიც აღარ ეყოლება და ქვეყნის გამაძლიერებელი საკანონმდებლო პაკეტებიც უნდა იქნას რეალიზებული, თუნდაც მომდევნო მოწვევის პარლამენტის დონეზე. მანამდე კი უნდა მოხდეს ამ ქვეყნის ჯანსაღი ძალების კონსოლიდირება არა საკუთარი ამბიციების, არამედ ქვეყნის გადარჩენის ირგვლივ. ყველაზე რთული, სწორედ ეს იქნება - ჩვენი პირადი ამბიციების დაძლევა „მამულის, ენისა და სარწმუნოების" სადარაჯოზე“, - წერს ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930