გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: 2016 წელს, მეც გახლდით ნატოს შტაბბინაში, სადაც ჩვენ ვთქვით, რომ ბევრი პირობები უკვე შესრულებულია, მათ აღიარეს - დიახ, თავსებადია საქართველო, როგორც არაწევრი ქვეყანა, თუმცა დარჩენილია პოლიტიკური გადაწყვეტილება

11-07-2023

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პროცენტულად საქართველოს, როგორც NATO-ს არაწევრ ქვეყანას, ძალიან დიდი რესურსი აქვს გაღებული ცოცხალი ადამიანების სახით, მათი სიცოცხლის სახით, ათეულობით ჩვენი ჯარისკაცია დაღუპული და ასეულობით ჯარისკაცია დაჭრილი საერთაშორისო მისიებში, NATO-ს არაწევრი ქვეყნის პირობებში“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ისაუბრა.

 

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, საქართველო ყველა თვალსაზრისით დიდი ხნის წინ იმსახურებდა და იმსახურებს NATO-ში გაწევრიანებას.

 

„მოდით ვთქვათ გულწრფელად, რაც არაერთხელ ითქვა, მაგრამ კიდევ ბევრჯერ უნდა გავიმეოროთ. საქართველომ ნამდვილად ყველაფერი შეასრულა და გააკეთა, არა მხოლოდ იმით, რომ აქ სამხედრო წვრთნები ჩატარდა და სამხედრო კომიტეტის სხდომები აქ ტარდებოდა, ხშირად ჩვენი წარმომადგენლობა ბრიუსელში იყო და ა.შ.. 2016 წელს, მეც გახლდით ნატოს შტაბბინაში, სადაც ჩვენ ვთქვით, რომ ბევრი პირობები უკვე შესრულებულია, მათ აღიარეს - დიახ, თავსებადია საქართველო, როგორც არაწევრი ქვეყანა, თუმცა დარჩენილია პოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არის ღია კარის პოლიტიკა, თუმცა ჩვენ რამდენიც მივედით იმდენჯერ დაიხურა ეს კარი. ეს არის მოცემულობა.

 

გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პროცენტულად საქართველოს, როგორც NATO-ს არაწევრ ქვეყანას, ძალიან დიდი რესურსი აქვს გაღებული ცოცხალი ადამიანების სახით, მათი სიცოცხლის სახით, ათეულობით ჩვენი ჯარისკაცია დაღუპული და ასეულობით ჯარისკაცია დაჭრილი საერთაშორისო მისიებში, NATO-ს არაწევრი ქვეყნის პირობებში. ეს ყველაფერი ჯამში რომ აიღო, რა თქმა უნდა, საქართველო დიდი ხნის წინ იმსახურებდა NATO-ში გაწევრიანებას, დიდი ფასი გვაქვს გადახდილი, პრაქტიკული და თეორიული თვალსაზრისით.

 

სამწუხაროდ, არც NATO-ს ხელმძღვანელობას და თავის დროზე, არც ევროკავშირის ხელმძღვანელობას ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები არ მიუღია - იყო და არის მხოლოდ განცხადებები და ა.შ... ჩვენ ვხედავთ ამას პრაგმატულად, რატომ ხდება და რატომ ხდებოდა თუნდაც ადრე, ყველაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ არსებობს გამონაკლისები, როცა შეიძლება ითქვას, რომ ფრთხილი პოლიტიკა აქვს NATO-ს. წარმოიდგინეთ, დღეს უკრაინაში რა მდგომარეობაა, საომარი მდგომარეობა აქვს რუსეთს, თუმცა უკრაინას არათუ ომის პერიოდში, ომი მერეც ეუბნებიან, რომ უნდა გაიაროს ის პროცესი, რა პროცესებსაც სხვა წევრები გადიან“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930