გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ზუსტად ისეთივე პასუხისმგებლობა გვეკისრება საკუთარი ქვეყნის მიმართ, როცა ომს ვარიდებთ ამ ქვეყანას, როგორი პასუხისმგებლობაც ეკისრებათ ნატოელ პოლიტიკოსებს, როცა ბირთვულ ომს არიდებენ საკუთარ ქვეყნებს

12-07-2023

„ბირთვული ომი გაანადგურებს სამყაროს და ჩვეულებრივი ომი გაანადგურებს საქართველოს. რუსეთთან ომი საქართველოს გაანადგურებს. ამიტომ, ჩვენ ზუსტად ისეთივე პასუხისმგებლობა გვეკისრება საკუთარი ქვეყნის მიმართ, როცა ომს ვარიდებთ ამ ქვეყანას, როგორი პასუხისმგებლობაც ეკისრებათ ნატოელ პოლიტიკოსებს, როცა ბირთვულ ომს არიდებენ საკუთარ ქვეყნებს“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

წამყვანის კითხვაზე, რა ტიპის გლობალური ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის საქართველოსთან და ნატოსთან კონფრონტაციამ და შესაბამისად რა განსხვავებაა ამ ორ პასუხისმგებლობას შორის, კობახიძემ განმარტა, რომ „ნატოს ეშინია ბირთვული ომის, ჩვენ გვეშინია უბრალოდ ომის იმიტომ, რომ რაც გაანადგურებს სამყაროს, იგივე გაანადგურებს ჩვენ ქვეყანას“.

 

„მე შიშზე ვსაუბრობ ჩვენთან მიმართებითაც. ჩვენც კი არ გვეშინია, ასე წარმოაჩენენ, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე სიფრთხილე, რასაც ჩვენ ვიჩენთ, უბრალოდ ამის უფლებას არ გვაძლევენ. ახლა რა განსხვავებაა?! - ნატოს ეშინია ბირთვული ომის, ჩვენ გვეშინია უბრალოდ ომის იმიტომ, რომ რაც გაანადგურებს სამყაროს, იგივე გაანადგურებს ჩვენ ქვეყანას. თუ ბირთვული ომი გაანადგურებს სამყაროს, ჩვეულებრივი ომი გაანადგურებს საქართველოს.

 

ნატო-ს ხელმძღვანელი პოლიტიკოსები არიან პასუხისმგებელი ნატოზე, მათ იმის ეშინიათ, რისიც უნდა ეშინოდეთ. საკუთარი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ნატოს პოლიტიკოსებს ეშინიათ ბირთვული ომის და ამიტომ არ შედიან რუსეთთან კონფრონტაციაში. ზუსტად ასეთივე პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ ჩვეულებრივ ომთან მიმართებით, როცა საქართველოს ეხება საქმე. ჩვენ ზუსტად იგივე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვეულებრივ ომთან დაკავშირებით, საქართველოში რაც არ უნდა მოხდეს, რა პასუხისმგებლობასაც გრძნობს ნატო საკუთარ წევრ ქვეყნებთან მიმართებით“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930