12-07-2023
ნიკა მელიას თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, თვითონ გავიდოდა „ნაციონალური მოძრაობიდან“. ის პრაქტიკულად აღარც მოიაზრება „ნაცმოძრაობის შემადგენელ ნაწილად, თუმცა თავმოყვარეობა არ ჰყოფნის, რომ დატოვოს ეს პოლიტიკური პარტია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი სულ უფრო მცირდება, ეს არის მთავარი და ამის ძალიან კარგი გამოხატულებაა პარტიის შიგნით დაპირისპირებები.
„რაც შეეხება სააკაშვილს, ის ხედავს, რომ ფული არის კეზერაშვილის მხარეს და შიდაპარტიულ კონფრონტაციაში ძლიერის მხარე დაიჭირა. ეს არის სააკაშვილის პოზიციის საფუძველი. „ნაცმოძრაობა“ მიდის დაღმა, მისი რეიტინგი სულ უფრო მცირდება, ეს არის მთავარი. ის შიდა დაპირისპირებები, რაც პარტიის შიგნით არის, ამის ძალიან კარგი გამოხატულებაა. ვაშაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობაც იქნება არაჩვეულებრივი ნაბიჯი, რაც კიდევ უფრო მეტად შეამცირებს „ნაცმოძრაობის“ რეიტინგს. თანდათანობით თვითონ გვეხმარებიან „ნაცმოძრაობის“ ლიდერები იმაში, რომ ეს პოლიტიკური ძალა საბოლოოდ განეიტრალდეს ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024