გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: ზელენსკი მიხვდა, რომ მას იყენებენ და უკრაინაში ომი და სისხლისღვრა დიდად არავის ადარდებს

12-07-2023

ვოლოდიმირ ზელენსკი მიხვდა, რომ მას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ და უკრაინაში ომი და სისხლისღვრა რეალურად დიდად არავის ადარდებს, - წერს „ხალხის ძალის“ წვერი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში და ნატო-ს ვილნიუსის სამიტიდან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოს აქვეყნებს.

 

მისი თქმით, ზელენსკი იმის მაგალითია, თუ როგორ გამოიყურება ყველასგან, მათ შორის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან მიტოვებული ადამიანი.

 

„ვოლოდიმირ ზელენსკი მიხვდა, რომ მას საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ და უკრაინაში ომი და სისხლის ღვრა რეალურად დიდად არავის ადარდებს. უკრაინისთვის გაწეული დახმარება, უფრო ევროპის თავის მართლებას გავს - "რა ვქნათ ვერაფერს ვცვლითო"... აი როგორ გამოიყურება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოსა) და ყველასგან მიტოვებული ადამიანი. დასანანია!“ - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30