გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე ვოლოდიმერ ზელენსკიზე: ერთ გამოხედვაში იგრძნობა ის მდგომარეობა, რაც გამოწვეულია “დიდი ბიძიების” ინტერესების უაპელაციო გაზიარებაში

12-07-2023

"ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ვილნიუსში მიმდინარე ნატო-ს სამიტზეა გადაღებული.

 

ქადაგიძის თქმით, ზელენსკის სახეზე მკაფიოდ იკითხება სამწუხარო რეალობა, რომელიც უკრაინის გარდა, ყველა ქვეყნის სტრატეგიული ინტერესის გათვალისწინებაში გამიოხატება.

 

"როგორი ნიშანდობლივი ფოტოა… ერთ გამოხედვაში იგრძნობა,ის მდგომარეობა რაც გამოწვეულია “დიდი ბიძიების” ინტერესების უაპელაციო გაზიარებაში… იყო დაპირებები, ქომაგობა,განცხადებები და ბოლოს ეს ყველაფერი ყველას სტრატეგიულ ინტერესებში დახურდავდა გარდა უკრაინისა,სადაც უკრაინას მხოლოდ ღია კარი,მომავლის ბუნდოვანი პერსპექტივა და ღმერთმა უწყის როგორი ხვალინდელი დღე ექნება… სამწუხარო რეალობაა,რაც ზელენსკის სახეზეც მკაფიოდ იკითხება…" - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31