25-08-2018
აზერბაიჯანის ტერიტორიზე მსოფლიოში ცნობილ ორ პორნოსაიტზე წვდომა დაიბლოკა. ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტრო ამას იმით ხსნის, რომ ამ ვებგვერდების კონტენტი საბავშვო პორნოგრაფიას შეიცავდა.
სამინისტროს ამგვარმა ნაბიჯმა აზერბაიჯანის ინტერნეტ-მომხმარებლებს შორის მოულოდნელი აღშფოთების ტალღა წარმოშვა. „მოულოდნელი“ იმიტომ, რომ მხოლოდ გასული ორი თვის განმავლობაში, ცილისწამებისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით, რამდენიმე საინფორმაციო ვებგვერდი დაიხურა. გასულ 2017 წელს დაიბლოკა Meydan.tv და Azadliq.org (Radio Liberty-ის აზერბაიჯანული ვერსია) და კიდევ სამი ვებგვერდი, რომლებიც მთავრობის მისამართით კრიტიკას აქვეყნებდნენ, მაგრამ ადგილობრივი მომხმარებლები ამ დონემდე არცერთ ამ შემთხვევას არ განურისხებია. საინფორმაციო ვებგვერდების დახურვას ძირითადად ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები განიცდიდნენ, პორნოგვერდების დახურვას კი – ფართო საზოგადოება. ბევრმა ეს პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევად მიიჩნია:
„წინათ ისინი მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებას იცავდნენ, ახლა კი უკვე თავს იმის უფლებასაც აძლევენ, რომ ჩვენს ნაცვლად გადაწყვიტონ, ინტერნეტში რას შეგვიძლია ვუყუროთ, და რას არა“.
„დიახ, მართლაც ბნელ დროში შევდივართ. შემდეგ სახელმწიფოსთვის „არასასურველი“ ყველა ვებგვერდის დაბლოკვას დაიწყებენ და ა. შ. გირჩევთ ყველამ VPN შეიძინოთ“.
„საქმე ისიც კი არ არის, რომ ამა თუ იმ ვებგვერდს ბლოკავენ… ის მაინც ინებეთ, რომ აგვიხსნათ, ამას რატომ აკეთებთ? თორემ ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ საერთოდ ადამიანებად არ მივაჩნივართ. ადამიანების ასე გაბრაზება არ შეიძლება, ეს კარგს არაფერს მოიტანს“.
სხვათა შორის – დაბლოკვის მიზეზთან დაკავშირებით – ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ ვერსია ცოტამ თუ მიიღო, და მომხმარებლები ერთმანეთზე უფრო ფანტასტიკურ საკუთარ ვარიანტებს გვთავაზობდნენ.
16-11-2024
16-11-2024