გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა სამუშიამ გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა

13-07-2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმაჯაბა სამუშიამ,უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანსიენს ბრანდერბურგს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მუდმივ წარმომადგენელს ტანია ჰუტსდა გერმანული სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოების (DFG) წარმომადგენლებს უმასპინძლა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა უმაღლესი განათლების პოლიტიკაზე, საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული საგანმანათლებლო კავშირების განვითარებაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ასევე, უმაღლესი განათლების მენეჯმენტის გამოწვევებზე ისაუბრეს.

 

ჯაბა სამუშიამ დელეგაციის წარმომადგენლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანულ ინსტიტუციებს შორის ერთობლივად  განხორციელებული პროექტების, ასევე ქართველი მეცნიერების, სტუდენტების მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ისეთ პროექტებში, როგორიცაა იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობა,  DAAD-ის პროგრამები, ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი და ა.შ.  „ყველა მიმართულებით გვაქვს ინტენსიური თანამშრომლობა. უნივერსიტეტის ასეთი ლიდერობა გასაგებია, ვინაიდან მის შემადგენლობაშია სტრატეგიული კვლევითი ინსტიტუტები. ეს იქნება მთავარი ხაზი, რომ ჩვენ მოვახდინოთ ახალი, ევროპული, თანამედროვე სისტემების ტრანსფერი, მათ შორის, მაქს პლანკის სისტემის შემოღება“.

 

დღესდღეობით, არსებობს 113 კვლევითი კოოპერაცია საქართველოსა და გერმანიის ფედერაციას შორის და აქედან, ყველაზე მეტი პროექტი აქვს თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტს.  ეს თანამშრომლობა ეხება ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის კაშხლების უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილებები და მასთან ბრძოლა, ბიომრავალფეროვნება, პროფესიული განათლების სფერო.

 

გერმანულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, კიდევ უფრო გაღრმავდეს სამეცნიერო თანამშრომლობა საქართველოსა და გერმანიას შორის და ქართული სამეცნიერო სივრცე მეტად დაუახლოვდეს ევროპულს.


„ჩვენ ქვეყნებს უკვე აკავშირებს თანამშრომლობა, და გვინდა, უფრო ინტენსიური გავხადოთ ეს ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიას შორის, და საქართველოსა და ევროპას შორის. ჩვენი მხრივ, გვინდა უფრო ღრმა გავხადოთ თანამშრომლობა კვლევის მიმართულებით და მივეხმაროთ საქართველოს, რომ ის უფრო დაუახლოვდეს ევროპულ სამეცნიერო სივრცეს. ჩვენ სამინისტროს აქვს ინსტრუმენტები, რომლითაც მხარს დაუჭერს თქვენს ქვეყანას. ეს არის ჩარჩო პროექტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, რომლის ერთ-ერთი მთავარი წევრიც არის საქართველო“-განაცხადა  გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა იენს ბრანდერბურგმა.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს, რომ განხორციელდეს საუნივერსიტეტო საზოგადოების დაახლოების ერთობლივი პროექტი, რაც გულისხმობს პერსონალის გაცლას, გერმანულ უნივერსიტეტებში და პირიქით. ეს ხელს შეუწყობს ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას, სასწავლო პროგრამების ტრანსფერს და ქართული და გერმანული საუნივერსიტეტო საზოგადოების ერთმანეთთან დაახლოებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930