გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
რუსი ტურისტები პუტინს ლარსის გამშვებ პუნქტში დასაქმებული მებაჟეების სამსახურიდან დათხოვნას სთხოვენ

25-08-2018

რამდენიმესაათიანმა რიგებმა საქართველოს სამხედრო გზაზე მდებარე ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე უკიდურესობამდე მიიყვანა ტურისტები, რომლებიც პაპანაქება სიცხეში ბავშვებთან ერთად მანქანებში ან ავტობუსებში საკუთარ რიგს 6-10 საათი ელოდებიან, საზღვრის რუსულ მხარს არსებული პრობლემების გამო.


ტურისტებმა მებაჟეების სამსახურიდან დათხოვნა მოითხოვეს. ვებგვერდზე „პეტიცია პრეზიდენტს“ ამ მოთხოვნით 30 ივლისს განთავსებული პეტიციის ქვეშ მოცემული მომენტისთვის 2800 ხელმოწერა შეგროვდა.


სიტუაცია ოდნავ გაუმჯობესდა 20 აგვისტოს. ტურისტებმა, რომლებმაც საზღვარი ამ დროს გადაკვეთეს, სააგენტო “კავკაზსკი უზელის” კორესპონდენტს უთხრეს, რომ რიგში “სულ რაღაც” 4 საათი დაყვეს (და არა ექვსი, შვიდი ან ათი, როგორც ადრე).


„ჩვენ გუშინ 4,5 საათში გავედით“, – დაწერა სოციალურ ქსელში ოლია ბაიგატმა და 20 აგვისტოს ღამეს.


„ახლახან მივედი სახლში. მთელი ღამე ნეიტრალურ ტერიტორიაზე რუსეთის მხარეს ვიდექი. საქართველოს მხარეს მანქანები მთელი ღამის განმავლობაში არ მოძრაობდნენ! არ ვიცი, რა არის მიზეზი, გონივრული განმარტება ვერ მოვძებნე“, – დაწერა მურატ ხატკუტოვმა.


ასტემირ უნაჩოვმა გამოაქვეყნა წამმზომის ფოტო, რომელზეც აღნიშნულია, რომ საზღვარი 4 საათსა 17 წუთში გადალახა. „საცობის მიზეზი გასაგებია.


თითოეულ პაკეტს ათვალიერებენ. ქვეყანაში შესვლისას რვა ფანჯარა მუშაობს, გამოსვლისას კი – ერთი“, – განმარტა მან რუსი მებაჟეების მუშაობა.


„საზღვარი 3 საათსა და 40 წუთში გადავკვეთეთ! ერთი კვირის წინათ კი საქართველოში მივდიოდით და 11 საათს ვიდექით!“ – იუწყება ალინა ტერნოვსკაია.




jam-news.net

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930