გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობა" მტკიცებულებების გარეშე სჯიდა მოსამართლეებს, ახლა იგივე ხდება ქვეყნის გარედან... ეს პრინციპულად მიუღებელია და ამაზე ძალიან მკაცრი რეაქცია გვექნება

14-07-2023

„როდესაც უცხო ქვეყნიდან ასანქცირებენ ქართველ მოსამართლეებს, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ეს რა თქმა უნდა ნიშნავს პირდაპირ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას. ეს არის ძალიან უხეში ქმედება. ამაზე გვქონდა რეაქცია და მომავალშიც აუცილებლად გვექნება“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

 

კობახიძის განმარტებით, როდესაც მტკიცებულების გარეშე ასანქცირებენ მოსამართლეებს, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის უხეში ხელყოფა.

 

„რა თქმა უნდა, ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს და საბოლოო ჯამში ითქვა, რომ გაზეთებში ამოიკითხეს რაღაც ინფორმაცია, რაც გახდა სანქცირების საფუძველი, რაც წარმოუდგენელი რამეა. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი კანონი, ორგანული კანონი, რომელიც მათ შორის, დისციპლინურ დევნას აწესრიგებს.

 

უმკაცრესი სტანდარტია დადგენილი იმისათვის, რომ რაიმე დისციპლინური სანქცია შეეფარდოს მოსამართლეს. როცა მტკიცებულების გარეშე გისანქცირებენ მოსამართლეებს, ეს არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის უხეში ხელყოფა, საქართველოს კონსტიტუციის უხეში ხელყოფა. ამის უფლებას საკუთარ თავს არავინ უნდა აძლევდეს. ჩვენ არ ვაძლევთ საკუთარ თავს ამის უფლებას და ნუ დაგვიბრუნებენ საქართველოში იმას, რაც 2012 წლამდე იყო, ახლა უკვე ქვეყნის გარედან.

 

ეს არ არის სწორი. 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობა" იყენებდა ასეთ მეთოდებს. მტკიცებულებების გარეშე სჯიდა მოსამართლეებს, ახლა იგივე ხდება ქვეყნის გარედან. ეს არის კატეგორიულად, პრინციპულად მიუღებელი და ამაზე მომავალშიც გვექნება ძალიან მკაცრი რეაქცია“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930