გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი ორგანოს 37-ე შეხვედრას თბილისი უმასპინძლებს

15-07-2023

კორეის რესპუბლიკაში, ქ. სონგდოში, კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი ორგანოს, საბჭოს რიგით 36-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საბჭოს მომდევნო შეხვედრა, მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს, საქართველოში, თბილისში ჩატარდება. გადაწყვეტილებას საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


კლიმატის მწვანე ფონდი მსოფლიოს უდიდესი ფონდია, რომელიც განვითარებად ქვეყნებს ხელს უწყობს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მიზნების განხორციელებაში.


ქ. სონგდოში გამართულ საბჭოს რიგით 36-ე შეხვედრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი დაესწრო. ნინო თანდილაშვილი აღნიშნული საბჭოს წევრია და აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფს წარმოადგენს.


შეხვედრაზე დამტკიცდა 2024-2027 წლების კლიმატის მწვანე ფონდის სტრატეგიული გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს განვითარებადი ქვეყნების ხელშეწყობას კლიმატის ცვლილების კუთხით ქვეყნის ეროვნული პრიორიტეტების განხორციელებაში.


საბჭოს შეხვედრის ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის აკრედიტაციის კომიტეტის შეხვედრები გაიმართა, რომლებსაც ნინო თანდილაშვილი თავმჯდომარეობდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930