გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ელჩი იყო თითქმის ბოლო ელჩი იყო, რომელიც დარჩა კიევში, ფეხი არ მოიცვალა და დარჩა ბოლომე, ვაჟკაცურად

15-07-2023

ჩვენი ელჩი იყო თითქმის ბოლო ელჩი იყო, რომელიც დარჩა კიევში, ფეხი არ მოიცვალა და დარჩა ბოლომე, ვაჟკაცურად იცავდა რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ეხმარებოდა იქ ადგილზე ჩვენს უკრაინელებს. აი ასე დაუფასეს და დაგვიფასეს ჩვენ უკრაინელებმა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში, "მთის დღეების" ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.


"მინდა აღვნიშნო სინანულით ის ფაქტი, რომ სამწუხაროა ჩვენი ელჩი მეგობრებო, იცით კარგად რომ ყველაზე რთულ დღეებში ყველა საელჩომ, მათ შორის დასავლთის ქვეყნებმა დატოვეს უკრაინა, კიევი დატოვეს. და ჩვენი ელჩი იყო თითქმის ბოლო ელჩი იყო, რომელიც დარჩა კიევში, ფეხი არ მოიცვალა და დარჩა ბოლომე, ვაჟკაცურად იცავდა რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ეხმარებოდა იქ ადგილზე ჩვენს უკრაინელებს. აი ასე დაუფასეს და დაგვიფასეს ჩვენ უკრაინელებმა. მაშინ როცა ძალიან ბევრი ქვეყანა რომლებიც პირდაპირ ჩართული იყო ამ პროცესში და პირდაპირ რუსეთის მხარე ეკავა. იმ ქვეყნებში ელჩები დღემდე ყავს უკრაინას არ გამოუწვევიათ მათ ელჩები",- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930