გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივლისი 07, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილმა ამბროლაურში ახლად მოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

16-07-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამბროლაურში, აგრანო ვაჩაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახლად მოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა - მინი ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთის სტადიონები და ფრენბურთისთვის განკუთვნილი ქვიშის მოედანი დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


მთავრობის მეთაურმა განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 905 555 ლარი შეადგინა.


მიმდინარე წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ოთხი სხვადასხვა დანიშნულების სპორტული მოედნის მოწყობის გარდა, განხორციელდა შიდა პერიმეტრზე ბეტონის საფარის ბილიკების დაგება, ტერიტორიის შემოღობვა, განათებების დამონტაჟება და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.


პრემიერ-მინისტრთან ერთად სპორტული ინფრასტრუქტურა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031