17-07-2023
რაჭაში- შოვში " მთის დღეები" აღინიშნა
ფესტივალის ფარგლებში მთის ერთგულებისთვის და მთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ტყის მცველები დააჯილდოვეს.
“მთის დღეები” საქართველოს მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მეორე წელია იმართება.
ფესტივალის ფარგლებში შეფებმა - ლევან კობიაშვილმა და დიმიტრი შარაშიძემ კულინარიული მასტერკლასი ჩაატარეს. სტუმრები გაეცნენ მთის ხინკლის ისტორიას, საფესტივალო სივრცეში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული შემეცნებითი კუთხე.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო სპორტული აქტივობები და შემეცნებითი ტურები.
შოვში, “მთის დღეების” მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები, როგორებიც არიან: დიჯეი Levi Love Disco, ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, მარიამ გალოგრე, ნინი ასილიანი.
საღამოს კოცონთან შეკრებილ სტუმრებს ნიკა წულუკიძე, გელა დონაძე და კვარტეტმა უმასპინძლა.
15 ივლისს “მთის დღეები” ასევე იმართება თუშეთში და იმერეთში, ხოლო 22 ივლისს ყაზბეგში, გურიასა და სვანეთში გაიმართება, სადაც ასევე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი გასართობი და შემეცნებითი პროგრამა, ადგილობრივი კერძების მასტერკლასები და დეგუსტაცია.
16-11-2024
16-11-2024