გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება - ამას მოწმობს ეს შეკრება... რაც არ უნდა დანაწევრდეს პრიგოჟინის პარტია, საბოლოო ჯამში ისევ აეწყობა და ერთი გენეალოგიური ხე იქნება

17-07-2023

„ერთი მხრივ, კარგია ეს ამბავი, საზოგადოება ხედავს, ვისთან აქვს საქმე ოპოზიციის სახით", - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

 

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვს და ამიტომ მხოლოდ ერთი გზა დარჩენია - არეულობის მოწყობა ქვეყანაში. ამიტომაც იკრიბებიან ისინი და გეგმავენ მსგავს სქემებს.

 

„შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება - ამას მოწმობს ეს შეკრება. რაც არ უნდა დანაწევრდეს პრიგოჟინის პარტია, საბოლოო ჯამში ისევ აეწყობა და ერთი გენეალოგიური ხე იქნება. მათ კარგად იციან, რომ არც ცალ-ცალკე და არც ერთიანად საზოგადოება არ ენდობა და არათუ უმრავლესობაში, შეიძლება, ოპოზიციაშიც არ მოუშვან. ამიტომ დარჩათ ერთადერთი სქემა - არეულობა, გამოსვლები და მათი პატრონების გარედან პატრონების დახმარებით ხელისუფლებაში მოსვლა.

 

ერთი მხრივ, კარგია ეს ამბავი, საზოგადოება ხედავს, ვისთან აქვს საქმე ოპოზიციის სახით. ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოებას ვარწმუნებთ იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლებას შესწევს იმისი უნარი, ასეთი პოლიტიკური ჭინკებისგან დაიცვას სახელმწიფო. ეს აქამდეც არაერთხელ დაუმტკიცებია", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930