გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ომიაძე: წლევანდელი ზაფხულის სეზონი ძალიან წარმატებული იქნება

17-07-2023

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 2023 წლის 6 თვის სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს. მაია ომიაძის განცხადებით იანვარი-ივნისის პერიოდში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.


“ორი კვარტლის მონაცემებით საქართველოში ტურისტული ვიზიტების ოდენობა 2019 წელთან მიმართებით 90 %-ით აღდგა. საქართველოს 3 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.  როდესაც ეს მონაცემები მივიღეთ ზაფხულის ტურისტული სეზონი რეალურად ჯერ კიდევ არ იყო პიკში შესული, ამიტომ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ძალიან ბევრ მოგზაურს ველოდებით და  ვფიქრობ მესამე კვარტლის მონაცემები ძალიან შთამბეჭდავი იქნება“,-აცხადებს მაია ომიაძე.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, 2023 წლის ორ კვარტალში, ტურისტთა ნაკადების გაზრდას მარკეტინგულმა კამპანიებმა და ავიარეისების დამატებამ შეუწყო ხელი.


„ტურისტთა რაოდენობის ზრდა სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობა. ეს არის მარკეტინგული აქტივობები, რომელსაც მუდმივად ვახორციელებთ  სამიზნე ბაზრებზე: ევროპაში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ისრაელში. აღსანიშნავია, რომ გვაქვს პირდაპირი მიმოსვლა ევროპის ქალაქებთან.  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატა ახალი მიმართულებები ევროკავშირის ქვეყნებთან,   ასევე  გაიზარდა არსებული რეისების სიხშირეები, შედეგად ვფიქრობ წლევანდელი ზაფხულის სეზონი ძალიან წარმატებული იქნება“,-განაცხადა მაია ომიაძემ. 


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იანვარი-ივნისის თვის საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.  პირველ და მეორე კვარტალში საქართველოში 2,860,117 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა,  რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 74% აღდგენაა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +75.9 %-ს შეადგენს.

6 თვეში ქვეყანაში 1,930,483 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც  2019 წლის მონაცემის 90.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი  ზრდა +59.6%-ს შეადგენს.


  2023 წლის II  კვარტლის მდგომარეობით  საქართველოში 1,651,655  საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 73.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +57.4%-ია.


2023 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში საქართველოში 1,085,151 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც  2019 წლის მონაცემის 87.2% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით  კი ზრდა +44.8%-ს შეადგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930