17-07-2023
„მთავარი რა არის? უფრო მეტად ვეცადოთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია. გადაწყვეტილების მიმღები ამ ქვეყანაში არის ქართველი ხალხი. ეს უნდა დაიჯეროს ყველამ შიგნითაც და გარეთაც“, - ამის შესახებ, „პოსტივის “ ეთერში გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ ისაუბრა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, „გლობალური ომის პარტიისგან“ მოდის ყველა ის დირექტივა, რასაც საქართველოს პრეზიდენტი და პოლონელები ექიმები ასრულებენ.
„ჩვენი საზოგადოების თითქმის უმრავლესობამ დაინახა, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე „ხალხის ძალამ“ დავიწყეთ მოწინააღმდეგე მხარის მხილებაზე ხმამაღლა საუბარი, ვინც არ უნდა ყოფილიყო მოპირდაპირე მხარეს. თუ დავაკვირდებით, ეს მეორე წრეზე წასვლაა. ვინც აკვირდებოდა ამ მოვლენებს დაინახეს, რომ ქართული ხელისუფლებისგან ჰქონდათ რამდენიმე თვის წინ შეთავაზება პოლონელ ექიმებს ჩამობრძანებულიყვნენ, მაგრამ რას დაამთხვიეს? ახალი პროცესის დაწყებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
გუშინ ნინო ნადირაძე საუბრობდა, საკმაოდ კარგად დაახასიათა ის ადამიანი, ექიმი, საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტად წარმოგვიჩინა და წარმოიდგინეთ, რა დღეში აგდებენ ამ ექიმებს. არ ვიცი ეს რა ძალაა, ჩვენ კი დავარქვით „გლობალური ომის პარტია“, დარწმუნებული ვარ ამ პროცესის ნაწილი გახადეს ეს ექიმებიც, რომ მსგავსი საქციელი ჩაედინათ. თუ ასეთი ცნობილი სპეციალისტი და ასეთი დაფასებული ადამიანია, მას რომ მსგავს რამეს დაავალებ, წარმომიდგენია რა დღეში არიან. ეს გაგრძელებაა მთელი იმ პროცესის, რასაც ვაკვირდებოდით მთელი წლის განმავლობაში. ისიც გამჟღავნდა, აშშ-ს „FARA“-ს კანონით გავიგეთ, საკმაოდ სოლიდური თანხა ჰქონდათ გადახდილი პიარ ჯგუფისთვის, ასევე, რამდენი სამედიცინო, მედია კუთხით სპეციალისტი ჰყავდათ აყვანილი. დადგმული რეპორტაჟები გავიდა CNN-ზე და BBC-ზე ამ ადამიანზე, ეს ხომ დადგმული რეპორტაჟები იყო, მისი საქციელებიც წინასწარ იყო განზრახული, წვერი მოუშვა, „ბომჟს “დაემსგავსა, თითქოს კვდებაო, ამ სიუჟეტებს მთელ მსოფლიოში ყველა მედიასივრცე აქვს მოვლილი.
ვიღაცამ შეიძლება მართლა დაიჯეროს, მაგრამ ამაზე ყველაზე მეტად ინფორმირებულია ქართული საზოგადოება. ჩვენთვის ეს ახალი არაა, ეს მეორე წრეზე წასვლაა. ჩვენთვის ეს მარტივად გასაშიფრია. დიდი მადლობა ხელისუფლების წარმომადგენელს და იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს. აქ წავიდა ქილიკი სამარცხვინო ოპოზიციური დეპუტატების, პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც გამოდიან და შეძრწუნებული სახით, თითქოს მერე რა მოხდა, გაურკვეველი სახით აფასებენ. ვერ ხვდებიან, რომ ამით კიდევ უფრო მეტ შეურაცხყოფას აყენებენ საკუთარ მოქალაქეებს. ესენი ხომ მსახურები და იმ პროექტის ნაწილები არიან, რაც არაერთხელ გავაჟღერეთ. პირდაპირ დაკავშირებული არიან ეს ადამიანები ამ პროცესთან.
რა თქმა უნდა, სამედიცინო კუთხით სპეციალისტები ჩვენ არ ვართ, ლაბორატორიული თვალსაზრისით ამ ნიმუშისგან რა უნდა მიეღოთ. ზედაპირულად ჩანს, ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ შემდგომ გაეყალბებინათ - როგორ აღმოჩნდა რაღაც ნაწილები, სააკაშვილის ბიოლოგიურ ნიმუშში. ატყდებოდა იგივე პროცედურა, როგორიც იყო - რომ ვკლავთ, ვაწამებთ და აგერ ფაქტი, თითქოს ამას მალავდა ქართული ხელისუფლება. ისევ ატყდებოდა, რომ კვდება მიშა. მიდიან ისევ სალომე ზურაბიშვილამდე, როცა ამ ქალბატონმა უკვე დაუშვა და ერთ სივრცეში დააყენა „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“, მაშინ მივხვდით, რომ ამ ქალბატონის ორიენტაცია უკვე არეული იყო და დავინახეთ რომ გამკეთებელია, მაგრამ ახლა რაღაც ნამუსზე აგდების დინამიკას ვხედავ. მას ეშინია ქართული საზოგადოების და ბოლომდე ვერ რისკავს. ნიკა გვარამიაზე გარისკა და რა შედეგი მივიღეთ? პასუხსაც ვერ სცემს.
როდესაც „პოსტივის“ ჟურნალისტმა დაუსვა ეს კითხვა, პასუხისმგებლობა არ აიღო. თუ შენ იმისთვის ათავისუფლებ, რომ პოლარიზაცია დამთავრდეს, თან საუბრობ ამაზე რა შეიძლება მოჰყვეს, თუმცა ამბობს, მე არ ვარ პასუხისმგებელი, ის რას იზამს - დაამთავრა საკითხი. როდესაც შენ, პრეზიდენტი, ისეთ გადაწყვეტილებას იღებ, ათავისუფლებ ისეთ ადამიანს, რომელზეც იცის მთელმა საქართველომ, რას წარმოადგენს, სულ რაღაც ერთ კვირაში დავინახეთ, რას აკეთებს ეს ადამიანი - იგი პოლარიზაციის გამღვივებელია. პოლონელი ექიმების ეს დამოკიდებულება, ნიკა გვარამიას თემა, სალომე ზურაბიშვილზე გარედან ზეწოლა, რომ სააკაშვილი გაათავისუფლოს -ეს ერთიანი ქსელია. როგორც ყოველთვის ჩვენ ამას ვიძახით. მთავარი რა არის? უფრო მეტად ვეცადოთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია. გადაწყვეტილების მიმღები ამ ქვეყანაში არის ქართველი ხალხი. ეს უნდა დაიჯეროს ყველამ შიგნითაც და გარეთაც. ეს გზა უკვე მონახულია, პროცესი დაწყებული გვაქვს. ჟურნალისტი იქნება, პოლიტიკოსი თუ რიგითი მოქალაქე, ყველას ერთი რამ უნდა გვაერთიანებდეს, ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები ვართ ჩვენ, ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა. ესაა მთავარი“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024