გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახდო დოკუმენტების დამზადება- გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე პირთა ჯგუფი ამხილა

18-07-2023

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-გასაღების, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა  დაუკანონოშემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ოთხი პირის მიმართ დაიწყო.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეცნობით, შეიძინეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ხის მასალა, რის შემდეგაც, მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, დაქვემდებარებაში არსებული კომპანიების სახელით, გაწერეს ყალბი სასაქონლო ზედნადებები, რომელთა გამოყენებითაც ჯამში 1 006 მ3 უკანონოდ მოპოვებულ ხის მასალას მისცეს კანონიერი სახე და შემდგომ მოახდინეს  მისი რეალიზაცია სხვადასხვა პირზე.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე, 210-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31