19-07-2023
დავით ცეცხლაძე: ,,როგორც ჩანს, ბაზრის ზოგიერთ უმსხვილეს მოთამაშეს არ მოეწონა რუსეთის ფედერაციაში ღვინოების იმპორტის ბაზარზე ლიდერის შეცვლა დაბატონი ონიშენკოს განცხადებაც ამის შედეგია’’
ქართული დიასპორის ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე, რუსეთის განათლების აკადემიის პრეზიდენტის მოადგილის გენადი ონიშენკოს ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებას უხარისხო ქართული ღვინის შესახებ, ოფიციალური განცხადებით პასუხობს.
რამდენიმე დღის წინ ონიშენკომ ერთ-ერთ თავის ბოლო ინტერვიუში რომელიც www.kp.ru/daily გამოქვეყნდა, რუსეთის ფედერაციაში უხარისხო ქართული ღვინოების სავარაუდო იმპორტის შესახებ ისაუბრა და შესაბამის სამსახურებს მოუწოდა ყურადღებით შეამოწმოს საქართველოდან ჩამოსული ღვინოების ხარისხი.რუსეთის ფედერაციაში უხარისხო ქართული ღვინოების სავარაუდო იმპორტის შესახებ ისაუბრა და შესაბამის სამსახურებს მოუწოდა ყურადღებით შეამოწმოს საქართველოდან ჩამოსული ღვინოების ხარისხი.
ქართული დიასპორის განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას.
,,როგორც ჩანს, ბაზრის ზოგიერთ უმსხვილეს მოთამაშეს არ მოეწონა რუსეთის ფედერაციაში ღვინოების იმპორტის ბაზარზე ლიდერის შეცვლა და ბატონი ონიშენკოს განცხადებაც ამის შედეგია’’ - ნათქვამია განცხადებაში.
დავით ცეცხლაძის თქმით, 2023 წლის პირველ ხუთ თვეში ქართველმა მეღვინეებმა გადაასწრეს იტალიელებს და რუსეთში უძრავი ღვინოების ექსპორტიორებსშორის პირველ ადგილზე გავიდნენ.
,,2023 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში მიწოდებისმთლიანმა მოცულობამ 24,15 მილიონი ლიტრი შეადგინა. მთლიანობაში საქართველოდან რუსეთში უძრავი ღვინოების იმპორტი წინა წელთან შედარებით 63%-ით გაიზარდა.ქართული მეღვინეობის ისტორია რამდენიმე ათასწლეულს ითვლის. ჩვენი მწარმოებლები დიდ ძალისხმევას ახმარენ, რათა რუს მომხმარებელს უმაღლესი ხარისხისა დაკონკურენტუნარიანი პროდუქცია შესათავაზონ. როგორც ოფიციალური სტატისტიკით დასტურდება, მათი ეს ძალისხმევა, რუსეთის ბაზრის მოთხოვნასთან შესაბამისობაშია.ბოლო წლების განმავლობაში რუსული ბაზარი უძრავი ღვინის იმპორტიორებისთვის მაქსიმალურად ღია, პატიოსანი და კონკურენტუნარიანი, გამჭვირვალე და გასაგები გახდა ყველა მოთამაშისთვის. ჩვენ დღეს უკიდურესად მიუღებლად მივიჩნევთ რაიმე „გარე გავლენის “მანიპულირებასა და ბაზრის ცალკეული მონაწილეებისთვის პრეფერენციების შექმნას’’- ნათქვამია განცხადებაში.
16-11-2024
16-11-2024