გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი ბათუმში მეზღვაურებსა და კაპიტნებს შეხვდა

19-07-2023

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბათუმში ვიზიტის ფარგლებში მეზღვაურებს და შორეული ნაოსნობის კაპიტნებს შეხვდა. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გამართულ შეხვედრაში ლევან დავითაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა და სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა.


საქართველოს საზღვაო სფეროში არსებული გამოწვევები, საზღვაო განათლების საკითხი, წვრთნის და საზღვაო პროფესიების დაუფლებისას პრაქტიკული კურსის მნიშვნელობა და ეფექტურობის გაზრდა, მეზღვაურთა კომპეტენციის დადგენის მექანიზმების დახვეწა და მათ დასაქმებასთან დაკავშირებული საკთხები, - ეს ის ძირითადი თემებია, რომლებიც შეხვედრაზე ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელებმა და მეზღვაურებმა განიხილეს. მეზღვაურებისა და კაპიტნების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ლევან დავითაშვილს ზემოთაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით თავისი ხედვა და მოსაზრებები გააცნეს და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.


შეხვედრისას სამინისტროს მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ საზღვაო სექტორი, მისი ინფრასტრუქტურის წარმატებული ფუნქციონირება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, შესაბამისად, ასევე პრიორიტეტულია ამ დარგში კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება და შემდგომ მათი წარმატებული საქმიანობა.


„ჩვენი მხრიდან კაპიტნების საინიციატივო ჯგუფის მიერ დასმულ საკითხებსა და წამოჭრილ ინიციატივებზე სამუშაოდ და მათ გადასაჭრელად სრული მხარდაჭერაა. ამ კუთხით აქტიურად ვითანამშრომლებთ და დარწმუნებული ვარ, გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში ეტაპობრივად შესრულდება საზღვაო სექტორის განვითარების მიზნით დასახული ყველა მიზანი და რეფორმა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930