გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: „ფორმულა" არის კეზერაშვილის, ადამიანის, რომელმაც ყველაზე დიდი ძარცვა ჩაიდინა 21-ე საუკუნეში

19-07-2023

ფორმულა არის ბატონი კეზერაშვილის, ადამიანის, რომელმაც ყველაზე დიდი ძარცვა ჩაიდინა 21-ე საუკუნეში. კაცმა მილიარდი დოლარი მოიპარა და ფორმულასაც და სხვა პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს მოპარული, ევროპელი პენსიონერების ფულით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კეზერაშვილმა გაძარცვა ჯარი და ატერორებდა ბიზნესს.


„მე არავითარი დისკომფორტი არ მაქვს ამას რომ გახსენებთ, მაგრამ თქვენ უნდა გქონდეთ.


მართებული არ არის კი არა, ესაა აბსოლუტური ამორალურობა და გამოგნებელი სინამდვილე, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც მანამდე უკვე გაძარცვა ჩვენი ჯარი, ბიზნესი რეკეტის ქვეშ ყავდა, მთლიანად დატერორებული ყავდა, მოიპარა ასეულობით მილიონი ჯერ აქ საქართველოში და შემდეგ ყველაზე დიდი ძარცვა ჩაატარა, საუკუნის ძარცვა, მილიარდი დოლარი მოიპარა ევროპაში და მაგ ფულით აფინანსებს თქვენს ტელევიზიასაც, უხდის ხელფასებს ყველას და ოპოზიციას. დღეს როგორც ვიცი, თუ არ ვცდები იბარებს ოპოზიციონერებს, პოლიტიკოსებს და აქაძლევს ინსტრუქციებს, თქვენ საერთოდ როგორ ბედავთ და კითხვას მისვამთ კეზერაშვილის ტელევიზია? მე თქვენზე არ მაქვს საუბარი, თქვენ წარმოადგენთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, დიახაც, „ლუზერებს" წარმოადგენენ ის ადამიანები, რომლებიც მე წეღან ვახსენე, იმიტომ რომ მათ გარდა ჩვენი ქვეყნის დაზიანებისა, არაფრის მოტანა შეუძლიათ,"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930