გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის უკანონოდ კვეთის საკითზე: კითხვა ისმის, რატომ არ მოხდა დღემდე რაიმე რეაგირება?

19-07-2023

კითხვა ისმის, რატომ არ მოხდა დღემდე რაიმე რეაგირება? უფრო მეტიც, არათუ რეაგირება და არათუ გამოძიება არ დაიწყეს, არამედ სააკაშვილი დღემდე, პატიმარი სააკაშვილი დღემდე იკავებს თანამდებობას - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ უკრაინას წარუდგინა მტკიცებულებები, ასევე მძღოლის აღიარება, ადამიანის, რომელიც უშუალოდ განახორციელა სააკაშვილის გადაყვანა, მძღოლის აღიარება, რომ იგი იღებდა ინსტრუქციებს ლორთქიფანიძისგან, კონკრეტული ხმოვანი შეტყობინებები, პრემიერის თმით ეს ყველაფერი წარდგენილი და მიწოდებულია უკრაინული მხარისთვის და მათ არავითარი რეაგირება არ მოუხდენიათ.


"ესე იგი, პირველ რიგში, უკრაინის ინტერესი და უკრაინის რადა ახსენეთ თქვენ, საერთოდ მე მინდა გავიმეორო, რამდენიმე დღის წინ კითხვა დავსვი მე უბრალოდ: საკვირველი კი არა, ეს არის გამაოგნებელი, როცა ომში მყოფი ხელისუფლება, იცლის და დროს ხარჯავს, კარგავს ერთ-ერთ კრიმინალზე, რომელიც სიმულიანტობით ასე ვთქვათ, მთელს მსოფლიოს ცდილობს თავს მოახვიოს საკუთარი ძალიან ბევრი, ძალიან ბევრი ტყუილი, რომ ვითომ იგი მოწამლეს, აწამეს, კლავენ და ასე შემდეგ.


საერთოდ გაუგებარია და კითხვა მინდა დავსვა ახლა საჯაროდ: მე ამას წინათ, რამდენიმე დღის წინ მქონდა საშუალება თქვენთან გავაკეთე კომენტარი, ეს ხომ არ ადასტურებს კიდევ ერთხელ ჩვენს მიერ მანამდე გაცხადებულ და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ხომ არ ამყარებს ეს ყველაფერი, ეს თუნდაც მათი დაინტერესება განსაკუთრებით სააკაშვილის თემით, რომ სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილის ჩამოსვლის დროს იყო ინფორმირებული წინასწარ? მე ლოგიკური კითხვები მიჩნდება, ამას რა თქმა უნდა ამყარებს ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენს სამსახურებს ჰქონდათ მიღებული და ის მტკიცებულებები, რომელიც მოიპოვა გამოძიებამ, იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად: როცა ჩამოვიდა სააკაშვილი, შემოიპარა კონტეინერით, მან უკრაინაშიც დაარღვია კანონი, რომ უკრაინაშიც ანალოგიურად გადაკვეთა, უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, უკრაინის კანონმდებლობით საზღვრის კვეთა უკანონოდ, ნიშნავს დანაშაულის ჩადენას. კითხვა ისმის: რატომ არ მოხდა დღემდე რაიმე რეაგირება? უფრო მეტიც, არათუ რეაგირება და არათუ გამოძიება არ დაიწყეს, არამედ სააკაშვილი დღემდე, პატიმარი სააკაშვილი დღემდე იკავებს თანამდებობას, თუ არ ვცდები, მრჩეველი არის იგი უკრაინის პრეზიდენტის და კიდევ ერთი ლოგიკური კითხვა მაქვს: ყოფილი მინისტრის მოადგილე ლორთქიფანიძე, რომელიც ჩართული იყო აი ამ პირდაპირ გამოგზავნის სპეცოპერაციაში, კონტრაბანდული გზით, რომ შეამოაპარეს და სრული კოლაფსი განიცადეს, ჩავარდნა სრული, რატომ დააწინაურა უკრაინის ხელისუფლებამ კონტრდაზვერვის მოადგილედ მას შემდეგ, რაც ჩვენ მათ წარვუდგინეთ, უკრაინულ მხარეს წარვუდგინეთ, ომამადე ხდება ეს ყველაფერი, მტკიცებულებები თუ როგორ იყო, ასევე მძღოლის აღიარება, ადამიანის, რომელიც უშუალოდ განახორციელა გადაზიდვა სააკაშვილის, მძღოლის აღიარება, რომ იგი იღებდა ინსტრუქციებს ლორთქიფანიძისგან, კონკრეტული ხმოვანი შეტყობინებები, ეს ემ ესენი, ყველაფერი იქნა წარდგენილი და მივაწოდეთ უკრაინულ მხარეს, არავითარი რეაგირება არ მოუხდენიათ"- განაცხადა პრემიერიმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930