26-08-2018
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში იარაღიდან გასროლას ორი მამაკაცი ემსხვერპლა.
წინასწარი ინფორმაციით, სოფლის თავშეყრის ადგილზე, ერთ-ერთი ადგილობრივის მიერ შემთხვევით გასროლილი ტყვია მეზობელს და ბიძაშვილს 30-მდე ასაკის მამაკაცს მოხვდა, ის ადგილზე გარდაიცვალა.
,,ამის შემდეგ, გაიგო რა, რომ ტყვია მეზობელს მოხვდა, თავი მოიკლა." - შემზარავი ტრაგედია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა აცნობეს.
გამოძიებას კასპის შს სამმართველო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (მკვლელობა) აწარმოებს.
16-11-2024
16-11-2024