20-07-2023
“ფრანკლინის კლუბი” განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, კლუბის მრჩეველთა საბჭოს სოფო ჭყონია შეუერთდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჭყონია მოდის ექსპერტი და მეცენატია, ასევე ეწევა საქველმოქმედო საქმიანობასაც.
“ფრანკლინის კლუბის" მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრი - სოფო ჭყონია შემოუერთდა.
სოფო ჭყონია მოდის ინდუსტრიის ექსპერტი და მეცენატია. მისი სახელი, ხელოვნებისა და მოდის სფეროში უამრავ გამორჩეულ პროექტსა თუ ორგანიზაციას უკავშირდება.
სოფო ჭყონია არის: ფონდ BENEXT-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი; კრეატიული სააგენტო BE NEXT Paris-ის დამფუძნებელი;
ხელოვნებისა და მოდის ფონდის დამფუძნებელი;
მოდისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის პროდიუსერი და კრეატიული დირექტორი;
თბილისის კულტურული კვირეულის კრეატიული დირექტორი და პროდიუსერი;
თბილისის Mercedes Benz Fashion Week-ის კრეატიული დირექტორი; მრავალფუნქციური შემოქმედებითი სივრცის Factory Tbilisi-ის დამფუძნებელი. სოფო ჭყონია საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. მისი დაფუძნებულია საქველმოქმედო ფონდი Be Next-ი, რომელიც დახმარებას უწევს ომისა და რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ ბავშვებსა და ოჯახებს” - ნათქვამია “ფრანკლინის კლუბის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
16-11-2024
16-11-2024