გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ქადაგიძე: საქართველო რომ ჰააგის სასამართლოში უკრაინას მხარს უჭერდა, ყველა საერთაშორისო რეზოლუციას აფინანსებდა და თანაავტორობდა, უკრაინის მთავრობა საქართველოს მთავრობას პრო-რუსულად ნათლავდა, საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებას აანონსებდა...

20-07-2023

„საქართველო-უკრაინის ფანტომური პარტნიორობა, ისეთივე მითი და საზღვრებს გარეთ დაგეგმილი პროექტია, როგორც სააკაშვილის კუჭის უსაფრთხოებაზე გასული ევროინტეგრაცია!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს.

 

მისი თქმით, დღეს უკრაინის მთავრობა პირდაპირ ებრძვის საქართველოს ევროინტეგრაციას და ამისათვის ძალას არ იშურებს, რომ ქვეყანაში არეულობა, რევოლუცია და მაიდანი მოხდეს.

 

„საქართველო რომ ჰააგის სასამართლოში უკრაინას მხარს უჭერდა, ყველა საერთაშორისო რეზოლუციას აფინანსებდა და თანაავტორობდა, კიევის დაბომბვის დროს ელჩი 24 საათი მუშაობდა უკრაინის დედაქალაქში, ჰუმანიტარული დახმარებით მოწინავე იყო, უკრაინელ ლტოლვილებს, სკოლებს და ბაღებს სოციალურ საზრდოთი უზრუნველყოფდა… უკრაინის მთავრობა, ელჩს იბარებდა კიევში, საქართველოს რუსული კონტრაბანდის გზაჯვარედინად ასაღებდა, საქართველოს მთავრობას პრო-რუსულად ნათლავდა, საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებას აანონსებდა…

 

და მეტი რაღა ფაქტები უნდა ვინმეს, რომ ვერ დაინახო თუ ვინ უშლის ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას მსოფლიო მასშტაბით? ვინ ლობირებს, საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებასა და რევოლუციური განწყობების შექმნას? საქართველო-უკრაინის ფანტომური პარტნიორობა, ისეთივე მითი და საზღვრებს გარეთ დაგეგმილი პროექტია, როგორც სააკაშვილის კუჭის უსაფრთხოებაზე გასული ევროინტეგრაცია! დიახ, 100%-იანი სიმართლე თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა!

 

დღეს უკრაინის მთავრობა პირდაპირ ებრძვის საქართველოს ევროინტეგრაციას და ამისათვის ძალას არ იშურებს, რომ ქვეყანაში არეულობა, რევოლუცია და მაიდანი მოხდეს. საქართველო არ არის უკრაინა! ქართული პოლიტიკა იწარმოება საქართველოში! ქართული მართლმსაჯულება ხელმძღვანელობს ქართული კანონმდებლობის შესაბამისად და არა საგარეო პოლიტ-კონიუნქტურით! საქართველოში ხელისუფლების წყაროა ქართველი ხალხი და არა სხვა ქვეყნის ელჩები! ასე რომ, მოდუნდით და ყველამ თქვენ ქვეყანასა და პატრონებს მიხედეთ!“ - წერს ქადაგიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930