გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: ირაკლი ღარიბაშვილმა ყველას დაანახა, რომ შეუძლია ქვეყანა მშვიდობით ატაროს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევის პირობებში

21-07-2023

ირაკლი ღარიბაშვილმა ყველას დაანახა, რომ შეუძლია ძალიან რთული გადაწყვეტილებების მიღება, შეუძლია გუნდის შეკვრა და შეუძლია ქვეყანა მშვიდობით ატაროს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევის პირობებში - ეს არის ობიექტური რეალობა, თუ გვინდა ერთ წინადადებაში შევაფასოთ, თუ რას აკეთებს დღეს მთავრობის მეთაური საქართველოში - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

 

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლებაზე, პრემიერ-მინისტრზე და სხვა ლიდერებზე ორკესტრირებული შეტევების გააქტიურების მოლოდინი აქვს, თუმცა,  ერთი და იმავე ადამიანების მიერ ამ თემაზე საუბარი უკვე შედეგის მომტანი არ არის. 

 

მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის შეურაცხყოფის მიყენებით, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს და მის ხალხსაც შეურაცხყოფენ.

 

"ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ არაერთი ორკესტრირებული შეტევა ყოფილა საქართველოს სახელმწფოს წინააღმდეგ და ამ შემთხვევაშიც, ეს ყველაფერი მიმართული არის ასევე ხელისუფლების, მთავრობის მიმართ, უშუალოდ კონკრეტული პირების: პრემიერ-მინისტრის და ყველა ჩვენი ლიდერის მიმართ.

 

მე მგონია, ეს გაგრძელდება და უფრო მეტსაც გეტყვით, შეიძლება ეს უფრო აქტიური იყოს საარჩევნო წლის მოახლოებასთან ერთად, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, იმდენად გაუვიდა ყავლი, რაოდენობრივად რაც არ უნდა დიდი იყოს ეს ყველაფერი, შედეგის მომტანი არ არის. კარგად დავინახეთ, რომ ეს შეტევები მოდის, ვხედავთ, არის ხოლმე შემთხვევები როდესაც ახალი აქტორები ერთვიან, მაგრამ ის ადამიანები, ვინც ამაზე საუბრობენ, უკვე გათელილი თემაა და შესაბამისად, აქ ახალი არაფერი არ არის. ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვიწოდებენ "ბანდას", იმ ადამიანს მგონი, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს საქართველოში რა ხდება და ერთის მხრივ, პირდაპირ, უშუალო შეურაცხყოფას აყენებს აბსოლუტურად ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ირჩევს საკუთარ სახელმწიფოში იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს და მეორე, საბოლოო ჯამში, შეურაცხყოფას აყენებს ამით ხალხსაც და ჩვენს სახელმწიფოსაც" - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930