21-07-2023
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, რომელიც აშშ - ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, აშშ - ს კონგრესში კონგრესვუმენ კეროლ მილერთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ელჩი საქართველოში დავით ზალკალიანი.
საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ - ის სტრატეგიულ თანამშრომლობასა და პრიორიტეტული ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კონგრევუმენს 2021 წელს საქართველოსა და აშშ - ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მხარდამჭერი წერილისთვის. გენადი არველაძემ ხაზი გაუსვა აშშ-ისა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობას, რომელიც დადებითად აისახება როგორც უშუალოდ ორმხრივ ვაჭრობაზე, ისე ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
თავის მხრივ, კეროლ მილერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა აღნიშნული საკითხისადმი და აღნიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კიდევ უფრო გაზრდის ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შემდეგ საფეხურზე გადაიყვანს.
შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, აგრეთვე გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე. ასევე აშშ - ს მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე მისი ევროკავშირში და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
16-11-2024
16-11-2024