21-07-2023
„რა არის დღის წესრიგი პრიგოჟინის პარტიის, ან „სტრატეგია აღმაშენებლის“, ახლა რომ გახდა „ტრაგედია ხაბეიშვილი“, რა არის ამ გაერთიანების დღის წესრიგი? ამასთან, „ლელო“ ამბობს, რომ ცალკე უნდა იყოს, გახარია ამბობს, რომ ცალკე უნდა იყოს. მათი დღის წესრიგი არის ერთადერთი - რომელი უფრო მეტ ხმას მოიპოვებს და მეტ ადამიანს შეიყვანს საქართველოს პარლამენტში,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა „მოამბეში“ განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ამ დროს იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში უამრავი გამოწვევაა, ხოლო რეგიონში სასტიკი ომი მიმდინარეობს, საპარლამენტო უმრავლესობის დღის წესრიგი არის საქართველოს სამშვიდობოს გაყვანა.
„უკვე დიდი ხანია, მსოფლიო საზოგადოება და მათ შორის ქართული საზოგადოება, ინფორმირებულია იმ პროცესების შესახებ, რაც ხდება მსოფლიოში, რეგიონში და საქართველოში. ჩვენი, „ხალხის ძალის“ მიზანი ამავდროულად, არის ის, რომ კულისებში არსებული ინფორმაცია სწორად და ზომიერად მივაწოდოთ საზოგადოებას.
ამან შედეგი გამოიღო იმიტომ, რომ ვეღარავინ ვეღარ მანიპულირებს საქართველოს საზოგადოებით. FARA-ს კანონიც და მათი გამოაშკარავებაც ზუსტად ამაზე მეტყველებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ნაბიჯებს დგამს სწორედ საქართველოს და საქართველოს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. დღეს მსოფლიოში არის უდიდესი გამოწვევები, რეგიონში არის ასეთი ომი, რომელიც არ არის მხოლოდ რუსეთ - უკრაინის ომი, ეს ყველამ იცის და ამაზე დრო რომ არ დავკარგოთ, პირდაპირ ვიტყვი, რომ როგორმე ჩვენი სამშობლო სამშვიდობოს უნდა გავიყვანოთ. ჩვენი დღის წესრიგი ეს არის - „ხალხის ძალის“ და „ქართული ოცნების“, ანუ საპარლამენტო უმრავლესობის. ახლა გადავხედოთ, რა არის დღის წესრიგი პრიგოჟინის პარტიის, ან „სტრატეგია აღმაშენებლის“, ახლა რომ გახდა „ტრაგედია ხაბეიშვილი“, რა არის ამ გაერთიანების დღის წესრიგი? ამასთან, „ლელო“ ამბობს, რომ ცალკე უნდა იყოს, გახარია ამბობს, რომ ცალკე უნდა იყოს. მათი დღის წესრიგი არის ერთადერთი - რომელი უფრო მეტ ხმას მოიპოვებს და მეტ ადამიანს შეიყვანს საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ვნახეთ, „ნაცმოძრაობამ“ შეიყვანა პარლამენტში 36 დეპუტატი და დღეს დარჩნენ 20, ანუ თითქმის განახევრდნენ.
2024 წლის არჩევნებზე კი მათმა რაოდენობამ შესაძლოა კიდევ უფრო დაიკლოს. „სტრატეგია აღმაშენებელი“, ანუ ვაშაძე ოთხი ადამიანით რომ შევიდა, ორნი დარჩნენ, ახლა ეს ორიც წავიდა იქიდან და საკუთარი პოლიტიკური ჯგუფიდან აგდებენ ვაშაძეს. რატომ მოხდა ასე? იმიტომ, რომ ვაშაძე მიხვდა, ის არც ერთ ბარიერის გადამლახავი არ იყო და მოინდომა ისევ საკუთარ ბუდეში, ნაცმოძრაობაში დაბრუნება იმისათვის, რომ საპარლამენტო სიაში ჩასვან, ან შეიძლება მისი კიდევ ერთ თანაგუნდელიც ჩასვან. მთელი „ანი“ და „ბანი“ ამ ამბის არის ეს. წარმოიდგინეთ, ე.წ. პოლიტიკოსი, რომელიც უცხოეთში დადის და სადარბაზოებში ინტერვიუებს იძლევა, აქ კი ოპოზიციურ მიტინგზეც კი გამოაგდეს, მიკროფონი ჩამოართვეს და აქციაზე ეძებდნენ - სად არის ვაშაძე, გამოვიდესო. ასეთი ფიგურა რომ დაგჭირდება პლატფორმისთვის და გაერთიანებისთვის, უკვე გასაგებია, რა პოლიტიკურ კრიზისს განიცდი. ამ შემთხვევაში, საუბარია პრიგოჟინის პარტიაზე, რომელიც უკვე თვითონ იმ დონეზე ჩამოვიდა რეიტინგებში, რომ შესაძლოა 5%-იანი ბარიერის პრობლემა დაუდგეს ცოტა ხანში. რაც შეეხება იმას, რომ „ლელო“ ამბობს, ცალკე გვინდა, იგივეს ამბობს გახარია, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, გახარიაც და ხაზარაძეც ამბიციური ადამიანები არიან და ხაბეიშვილის ლიდერობით არ უნდათ ერთიანობა, თორემ განა მიზნები აქვთ სხვადასხვა. მათ რომ ერთი მიზანი და ერთნაირი ხედვები აქვთ, ეს რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, ჭყონიას ფონზე ხელიხელ გადახვეულები ყველა ერთად რომ იყვნენ. დღის წესრიგი კი იყო რევოლუცია, ქვეყანაში არეულობა და ხელისუფლებაში მოსვლა მათი პატრონების მეშვეობით“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024