გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: მელია იმიტომ გადააყენეს, რომ ის საფრთხეს უქმნიდა სააკაშვილის ავტორიტარიზმს პარტიაში და მოიყვანეს ხაბეიშვილი, რომელიც გააკეთებს განცხადებებს, რომ ის დროებითი მსახურია და ადგილს უნახავს სააკაშვილს

23-07-2023

ხაბეიშვილმა რომ აღიარა ის, რასაც ძალიან ბევრი ადამიანი ხვდება ამ ქვეყანაში, ეს ცხადია. ამ განცხადებით მან აღიარა, რომ ნაცმოძრაობა ყოველთვის იყო ერთი კაცის, სააკაშვილის პარტია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, ლევან ხაბეიშვილის განცხადების შეფასებისას საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.


თალაკვაძის თქმით, ხაბეიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ  „გამარჯვების პლატფორმა“ შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო და ის ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში იქნება ჩართული, ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი კაცის პარტიაა.


მან ასევე აღნიშნა, რომ ხაბეიშვილის განცხადებით ნათელი გახდა ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენების მიზეზი, კერძოდ ის, რომ მელია სააკაშვილის ავტორიტარიზმს პარტიაში საფრტხეს უქმნიდა.


„მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი წავიდა, საქართველოს პასპორტი გადააგდო, სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ითხოვა და დღეს უკრაინულად ელაპარაკება საქართველოდან მედიას, ეს პარტია არის ერთი კაცის პარტია და მათი დაბრუნება ხელისუფლებაში ნიშნავს სააკაშვილის, მერაბიშვილის, იმ ადამიანების დაბრუნებას ხელისუფლებაში, რომლებიც ხალხმა 2012 წელს, არჩევნებით და საკმაოდ სერიოზული ძალისხმევით გაისტუმრა. რომ არ ყოფილიყო მაშინ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნება", რა თქმა უნდა, სი ხელისუფლება სისხლიანი დაპირისპირებისთვისაც მზად იყო და ამისთვის ჰქონდათ ყველანაირი რეზერვი შემქნილი. კიდევ დაადასტურა, რომ მელია იმიტომ გადააყენეს, რომ ის საფრთხეს უქმნიდა მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარიზმს პარტიაში და მოიყვანეს ხაბეიშვილი, რომელიც ამ განცხადებებს გააკეთებს, რომ ის არის დროებითი მსახური და ადგილს უნახავს სააკაშვილს - ეს არის მისი განცხადება, რომ მე ადგილს ვუნახავ სააკაშვილს, არ ვიფიქროთ, რომ ვაშაძეს ან სხვებს ამაზე ჰქონდეთ პრეტენზია, ყველა ეთანხმება. კარგია, რომ ყველაფერს ერქმევა ისევ თავისი სახელი და რაც არ უნდა სხვადასხვა ფერის მაისურები ჩაიცვან და სხვადასხვა ნომრები აიღონ, საზოგადოებას ვერ მოატყუებენ“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930