24-07-2023
2020 წლის შემდეგ საქართველოში მუდმივად მიმდინარეობდა შეტევა არჩევნების შედეგებზე, მუდმივად იყო პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა და ფაქტობრივად, ბოლო 3 წელია ჩვენთან არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიაა გაჩაღებული.მალე ოფიციალურად გაიხსნება საარჩევნო სეზონი და ყველა პარტია თავისი სტრატეგიითა და ტაქტიქით წარდგება ამომრჩეველთან. 2024 წლის არჩევნების შედეგებზე დიდ გავლენას იქონიებს საარჩევნო ტაქტიკის სწორად განსაზღვრა - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე.
როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ჩართულები ვართ ღია ბრძოლაში ბოროტებასთან, ომის პარტიასთან, მსოფლიოს იმ მმართველი ელიტის წინააღმდეგ, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, კრიმინალები არიან.
„არჩევნები ახლოვდება 2020 წლის შემდეგ საქართველოში მუდმივად მიმდინარეობდა შეტევა არჩევნების შედეგებზე, მუდმივად იყო პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა და ფაქტობრივად, ბოლო 3 წელია ჩვენთან არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიაა გაჩაღებული. მალე ოფიციალურად გაიხსნება საარჩევნო სეზონი და ყველა პარტია თავისი სტრატეგიითა და ტაქტიქით წარდგება ამომრჩეველთან. 2024 წლის არჩევნების შედეგებზე დიდ გავლენას იქონიებს საარჩევნო ტაქტიკის სწორად განსაზღვრა, რის გამოც მინდა ჩემეული ხედვა შევთავაზო ყველა იმ კონსერვატორულ ძალას, რომელიც იბრძვის ლიბერალური ფაშიზმის წინააღმდეგ. ვხედავ, ეს ძალები ისევ საფრთხობელების (მიშა+მერაბიშვილ+კეზერაშვილი) წინა პლანზე წამოწევით აპირებენ არჩევნების მოგებას, რამაც შეიძლება კიდევ ერთხელ მოიტანოს წარმატება და ტაქტიკურად სწორი აღმოჩნდეს (რადგან ხალხს ახსოვს საკუთარ ტყავზე გადატანილი მათი „დემოკრატიული“ მმართველობა), მაგრამ ეს სტრატეგიულად მაინც არ იქნება მომგებიანი. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ჩართულები ვართ ღია ბრძოლაში ბოროტებასთან, ომის პარტიასთან, მსოფლიოს იმ მმართველი ელიტის წინააღმდეგ, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, კრიმინალები არიან.
მათი მიზანია კაცობრიობის ოდენობის შემცირება. სწორედ ამის გამოხატულებაა ლგბტ თემის წინა პლანზე წამოწევა და ლობირება. მსოფლიო მასშტაბით ეს იდეოლოგია უმცირესობაშია, ასეთ უმცირესობებს უმრავლეს ქვეყნებში აქვთ ძალაუფლება.(ვინაიდან სრულად აკონტროლებენ მედია საშუალებებსა და არასამთავრობოებს) მართვადი მედიების საშუალებით, ლამაზი სიტყვებით, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და სხვა მრავალი ლოზუნგებით შეფუთული მათი იდეოლოგია ისეთივე ტრენდული, პროგრესული და მისაბაძია, როგორც დაახლოებით 100 წლის წინათ იყო პოპულარული მარქსიზმ-ლენინიზმის მოძღვრება. სინამდვილეში დღევანდელი ფსევდო ლიბერალები არიან უაღრესად უპრინციპოები და კორუმპირებულები.
ევრო სტრუქტურებში თუ სხვა ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ მათი კორუმპირებული ბუნების გამოვლინებას. ამიტო მათ დასავლეთში სწორედ ძალაუფლების არმქონე უმრავლესობა უპირისპირდება. მნიშვნელოვანია,ჩვენმა ხალხმა გაიგოს, რომ საქართველო, სწორედ დასავლეთის ამ პროგრესულ უმრავლესობასთან ერთად ებრძვის, ლიბერალური ფაშიზმის სახით, მსოფლიოში გაბატონებულ ბოროტებას. საქართველოსა და უნგრეთზე იმიტომ არის ამხელა შეტევა, რომ სწორედ ამ უიშვიათეს გამონაკლის ქვეყნებში არიან ხელისუფლებაში რეალური, კლასიკური დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი კონსერვატორული ძალები, რომლებიც გადაულახავ ბარიერებად აღმოჩნდნენ აღმართულნი ლიბერალური ფაშიზმის ტრიუმფალური სვლის გზაზე.
ჩვენი ქვეყანა პროგრესულ მსოფლიოსთან ერთად იბრძვის, იმისათვის რომ ყველა ქვეყანაში ხელისუფლებაში აღმოჩნდეს რეალურ უმრავლესობაში მყოფი ძალები და არ მიეცეთ ლიბერალ ფაშისტებს სხვადასხვა საარჩევნო მანიპულაციების გზით მოახდინონ გადატრიალებები საზოგადოების ცნობიერებასა და სახელმწიფო სტრუქტურებში (როგორც ეს გააკეთეს აშშ-ში ბაიდენის მომხრეებმა ტრამპის წინააღმდეგ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში). 2024 წელს არჩევნებია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-ში და ევროპარლამენტში. მსოფლიოს კონსერვატორების ძალისხმევით, მმართველობაში უნდა მოვიდნენ ჩვენი მოკავშირეები, შემდგომ ეს ტენდენცია დომინოს პრინციპით გადაედება სხვა ქვეყნებსაც. ანუ ჩვენმა ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენ მიშას, ხაბეს და გრიშას კი არ ვებრძვით, არამედ ვებრძვით იმ მონათმფლობელებს, ვინც აქ ამ ზომბებს მართავენ.
დღეს კონსერვატორები თითქმის ყველგან რეალურ დასავლურ ღირებულებებზე დამყარებული დემოკრატიის მხარდამჭერები არიან, ხოლო იქით მხარეს დგანან გამოგონილი ფსევდო ღირებულებების დამამკვიდრებლები, რომლებიც რეალურად ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას კი არა, მათ ხელყოფასა და დისკრედიტაციას ემსახურებიან. ასეთი ძალების მისწრაფებაა, ძალადობრივი მიტინგის და მანიფესტაციის აქტივისტები, მოლოტოვის კოქტეილებით ხანძრების გამჩენები და პოლიციაზე მოძალადეები გმირებად, თავისუფლების დამცველებად წარმოაჩინონ. მათთვის მიუღებელი ნებისმიერი მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეები კი ჰომო¬ფობებად, ანტიდემოკრატებად და პრორუსებად გამოაცხადონ.
აი, ასეთ უნამუსო მატყუარებთან, კაცობრიობის გადამგვარებელ ლგბტ პროპაგანდისტებთან, მოსახლეობის რაოდენობის შემცირებისა და ერთ მილიარდამდე დაყვანის მსურველთა წინააღმდეგ იბრძვიან დღეს მსოფლიოს დემოკრატიული ძალები აშშ-შიც, ევროპაშიც და საქართველოშიც. ეს საზოგადოების ის ნაწილია, ვინც ფაშიზმს და ბოლშევიზმს დასავლურობას არქმევს, გინდ ევროპაში, გინდ აშშ-ში და გინდ საქართველოში. მიმაჩნია, რომ თუ ეს თემები წამოიწევა არჩევნების წინ, გაცილებით უფრო მასშტაბურ, შინაარსიან და სიღრმისეულ გამარჯვებას იზეიმებენ კონსერვატორული ძალები“ - წერს კაკაბაძე facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024