24-07-2023
"შევახსენოთ ჩინურ გახარიას, რომ მისი პარტია კოალიციაშია ნაცმოძრაობასთან ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და რუსთავში..." - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პარტია „საქართველოსთვის“ წევრს მიხეილ დაუშვილს, რომლის თქმით, არც ერთ პარტიასთან, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებას არ აპირებენ.
ზურაბ ქადაგიძის თქმით, მსგავსი ტყუილებით მხოლოდ საკუთარ თავს თუ მოიტყუებენ.
„მოდი შევახსენოთ ჩინურ გახარიას, რომ მისი პარტია კოალიციაშია ნაცმოძრაობასთან ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და რუსთავში... ამიტომ მსგავსი ტყუილებით მხოლოდ საკუთარ თავს თუ მოიტყუებენ…“ - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
16-11-2024
16-11-2024