24-07-2023
FARA კი არა ლუსტრაციის კანონი უნდა ერქვას! - წერს საზოგადოებრივი მოძრაობის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ახალ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.
შაქარიშვილის თქმით, ამერიკული კანონი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ, დიდ საქმეს აკეთებს საქართველოში და ამხელს მათ, ვინც მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიისგან ფული აიღო.
მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების კამპანიაში ჩართული პირებიდან, შაქარიშვილი გამოჰყოფს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომელსაც FARA-ს დოკუმენტების თანახმად, 11 550 აშშ დოლარი გადაუხადეს.
“FARA კი არა ლუსტრაციის კანონი უნდა ერქვას! ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამერიკაში მოქმედი კანონი, საქართველოში უფრო დიდ საქმეს აკეთებს - ამხელს კოლექტიურ კიკუებს! მარგველაშვილი SALE-ზეა ნაყიდი 11.550 დოლარად… არა რუსულ კანონს! “ - წერს ვატო შაქარიშვილი.
16-11-2024
16-11-2024