გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანდრეი პლენკოვიჩი: გვინდა, რომ ბევრი ხორვატიული კომპანია იყოს საქართველოში და ველით, რომ გაიზრდება ქართული კომპანიების ინტერესი, ხორვატიაში ექსპორტის მიმართულებით

24-07-2023

გვინდა, რომ ბევრი ხორვატიული კომპანია იყოს საქართველოში და ველით, რომ გაიზრდება ქართული კომპანიების ინტერესი, ხორვატიაში ექსპორტის მიმართულებით,-ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.გვინდა, რომ ბევრი ხორვატიული კომპანია იყოს საქართველოში და ველით, რომ გაიზრდება ქართული კომპანიების ინტერესი, ხორვატიაში ექსპორტის მიმართულებით,-ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 
ანდრეი პლენკოვიჩის თქმით, საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას ევროინტეგრაციის გზაზე ტექნიკურ პროექტებში გამოცდილების გაზიარების და თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვთ.
 
„მას შემდეგ, რაც თბილისში იმყოფებოდა ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, გადაწყდა, რომ ჩვენ გავაუმჯობესებთ ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებს, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ, დინამიკაც, ეკონომიკური ურთიერთობების, უნდა გაუმჯობესდეს. ასევე, მივესალმებით სხვადასხვა კომპანიის ჩართულობას, ხორვატიის მხრიდან საქართველოში-„კონჩარი", „იანდერ ლაბორატორი", „დოკინგ სპან" და სხვა კომპანიები, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ საქართველოში, საქართველოს ბაზარზე, თავიანთი პროექტებით და გვინდა, რომ ბევრი ხორვატიული კომპანია იყოს საქართველოში. ასევე, ველით, რომ გაიზრდება ქართული კომპანიების ინტერესი, ხორვატიაში ექსპორტის მიმართულებით. ევროპული ინტეგრაციის გზაზე,  ჩვენ ბევრჯერ მიგვიღია მონაწილეობა ტექნიკურ პროექტებში. გვითანამშრომლია დაძმობილების პროექტის ფარგლებში და ჩვენი ექსპერტები საქართველოს მთავრობას მივამაგრეთ, ევროკავშირის პროექტების ფარგლებში. ასევე, საქართველოდან გვყოლია ექსპერტები, რომლებიც ხორვატიაში ჩამობრძანდნენ და იხილეს, რა არის ჩვენი გამოცდილება იმიტომ, რომ ჩვენი გამოცდილება ძალიან ახალია, შეიძლება ასე ითქვას და ჩვენ კარგად ვიცით, როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირთან ჰარმონიზაცია, ევრო დირექტივების გადმოტანა ქვეყნის კანონმდებლობაში. ყველა ეს მიმართულება ძალიან მომთხოვნია. რამდენიმე კლასტერი არსებობს, რომელიც კარგად განსაზღვრავს ამ პუნქტებს",- განაცხადა ანდრეი პლენკოვიჩმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930