გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი ზაგრებში საქართველოს საელჩოს გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრო

24-07-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან ანდრეი პლენკოვიჩთან ერთად ზაგრებში, საქართველოს საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.


ირაკლი ღარიბაშვილმა და ანდრეი პლენკოვიჩმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და საელჩოს გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრო პლენკოვიჩჩემო ძვირფასო მეგობარო და კოლეგავთქვენო აღმატებულებავძვირფასო მეგობრებოუპირველეს ყოვლისა ვიტყვირომ ჩემთვის დიდი პატივი და ბედნიერებაა აქ - ხორვატიის რესპუბლიკაში და სახელდობრ მის დედაქალაქ ზაგრებში ყოფნადღეს აღინიშნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეამასთანავეჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი საელჩოს გახსნას და აქვე უნდა ვთქვარომ ჩვენს ელჩს კარგი გემოვნება ჰქონიარადგან ფანტასტიკური ადგილი შეარჩია თვალწარმტაცი ხედითამასთანავეეს ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია თქვენს მშვენიერ ქვეყანაშიპრემიერ-მინისტროდიდი მადლობა თქვენი გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისთვისუდიდეს მადლობას მოგახსენებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისჩვენი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვისხორვატია ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული მომავლის ძლიერი მხარდამჭერიპრემიერ-მინისტრო პლენკოვიჩკიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის.


კიდევ ერთხელ მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლიერება გამოვხატო ჩემი მთავრობისა და ხალხის სახელითმადლობას გიხდით კიდევ ერთხელდა ბოლოსუნდა ვთქვარომ რადგან გადავწყვიტეთ საქართველოს საელჩოს გახსნა ხორვატიაშირომელიც ზაგრებში დაიდებს ბინასეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად დიდია ჩვენი ინტერესი და ერთგულება ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის იდეისადმიამით ჩვენ შემდეგ ეტაპზე ავიყვანეთ ჩვენი ურთიერთობაამიტომმადლობას მოგახსენებთ და მოგესალმებით ჩვენს საელჩოში“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.


როგორც ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა აღნიშნადღეს ისტორიული მოვლენაარადგან ხორვატიაში პირველად იმყოფება ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრი.


ბატონო პრემიერ-მინისტროძვირფასო ირაკლიგულთბილად მოგესალმებით ხორვატიაში.


მადლობას ვუხდი ელჩ გოგსაძეს ზაგრებში საქართველოს ახლად გახსნილ საელჩოში მიღებისთვისმივესალმები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილსა და მის მასპინძელ კოლეგასაქვე მივესალმები ყველა ჩვენ ქართველ მეგობარსა და დამსწრე საზოგადოებას - ხორვატიის ოფიციალურ პირებსდიდი მადლობა პოლიფონიური სიმღერების შემსრულებლებსყველა ხორვატზე მოახდენდა შთაბეჭდილებას მათი ნამღერირადგან ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეთმაგრამ რომ არ მცოდნოდა ქართველები ხართაუცილებლად ვიკითხავდი ხორვატიის რომელი რეგიონიდან არიან მეთქიჩვენზე ყოველივე ამან ემოციურად ძალიან იმოქმედაჩვენთვის დიდი პატივიარომ გმასპინძლობთ და მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ ღონისძიებისთვის, ამ ანსამბლის ჩამოყვანისთვისდღეს ნამდვილად ისტორიული მოვლენაარადგან ჩვენთან პირველად იმყოფება ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრიხვალ ზუსტად 8 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ბატონი ირაკლი გავიცანიმე მაშინ ევროპარლამენტარი ვიყავიხოლო თქვენ პრემიერ-მინისტრობის პირველი მანდატით მართავდით ქვეყანასმახსოვსთბილისს ვეწვიე და თქვენი ლამაზი ქვეყანა მოვიარემაშინ კარგად გავაცნობიერერა სირთულეების წინაშე იმყოფებოდა ქვეყანაგავიაზრე თქვენი ისტორია და ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი.


თქვენ წნეხს გაუძელით დარა თქმა უნდაამიტომ ვუჭერთ მხარს და პატივს ვცემთ თქვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასისევე როგორც თქვენს ძალისხმევასრათა იპოვოთ გამოსავალირომელიც გაამთლიანებს საქართველოს ტერიტორიას და თქვენი მთავრობის იურისდიქციასა და საკონსტიტუციო კონტროლს დაუქვემდებარებს ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებსამას გისურვებთრადგან ხორვატია მსგავს სიტუაციაში იყო სამწუხაროდ 90-იან წლებში და 7 წელი დაგვჭირდა იურიდიული და საკონსტიტუციო წესრიგის დასამყარებლად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზეამიტომაც არისრომ კარგად გვესმის თქვენი და ემპათიის ხარისხიც დიდი გვაქვს თქვენი ქმედებების მიმართ.


ამავდროულადმტკიცედ გიჭერთ მხარს ევროპული და ტრანსატლანტიკური ამბიციებისა და მისწრაფებების მიმართულებითჩვენ მხარი დავუჭირეთ თქვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებასკენჭისყრა ევროპულ საბჭოში ერთი წლის წინ ჩატარდამოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობისთვის განსაზღვრული კრიტერიუმების შესრულებას და ევროკავშირის დონეზე გადაწყვეტილებების მიღებას თქვენი ამბიციების სასიკეთოდშემდეგი ინსტიტუციური ნაბიჯი იქნება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება.

ასევე მივესალმებით თქვენს გარდაქმნებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროშიმივესალმებით აგრეთვე ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობასროდესაც საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნება.


ორმხრივ ურთიერთობებს რაც შეეხებამიმაჩნიარომ ჩვენს ქვეყნებს მრავალი მსგავსება აქვსდღეს შევთანხმდითრომ ეკონომიკური ურთიერთობები უნდა გავაუმჯობესოთკულტურული თანამშრომლობისკენ ვისწრაფოდეთ და სამომავლო ენერგეტიკული კავშირების კონტექსტში ვნახოთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი თქვენი და ჩვენი გეო-სტრატეგიული ადგილმდებარეობის საფუძველზეიგივე ეხება თანამშრომლობას მთელი ევროპის მასშტაბითრადგან ეტაპობრივად ხდება წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება განახლებადი ენერგომატარებლებითრომლებსაც დიდი ინვესტიციები ხმარდება.


ყოველივე ამის ფონზემოუთმენლად ველი თქვენი ელჩის გააქტიურებას აქზაგრებშიის იქნება „ძრავა“, რომელიც მეტ იდეასა და ინიციატივას განახორციელებს საქართველოსა და ხორვატიას შორის თანამშრომლობის გასაზრდელადპირადად ჩემიხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრისა და მთელი მთავრობის სახელით ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ თქვენს ელჩს და თქვენს გუნდსმადლობას მოგახსენებთ თბილისში მოწვევისთვისთარიღს შევარჩევთ საპასუხო ვიზიტისთვის და გეწვევით საქართველოსა და ხორვატიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილის აღსანიშნავადდიდი მადლობა ძვირფასო ირაკლიმადლობას ვუხდი ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ელჩს“, - განაცხადა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა.


საელჩოს გახსნის ღონისძიებაზე ანსამბლმა "ჰერიომსაქართველოსა და ხორვატიის ეროვნული ჰიმნები შეასრულა.


ღონისძიებას ესწრებოდნენ აგრეთვე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები.


ამ დრომდე ხორვატიის რესპუბლიკას საქართველო უნგრეთიდან ფარავდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930