გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: ხან მელია „ასტუკებს“ ხაბეიშვილს და ხან - ვაშაძე, საბოლოოდ კი ამ რადიკალებს საქართველოს მოსახლეობა „დაასტუკებს“

26-07-2023

„მას შემდეგ, რაც „რუსული კანონის“ მეშვეობით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საჯარო გახადა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და დასანქცირებისთვის იბრძვიან, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიტიკურ შოკში ჩავარდნენ.“, -ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას განაჩენს საქართველოს მოსახლეობა არჩევნებზე გამოუტანს.

 

„როგორც ჩანს, გადაწყვიტეს პოლიტიკური დახუჭობანას თამაში. ხან მელია დაიმალება გარკვეული ვადით და ხაბეიშვილი ეძებს, მერე მელია გამოვარდება და ამბობს, „დაგასტუკეო“; ახლა ვაშაძემ „დაასტუკა“ ხაბეიშვილი და ასე არასერიოზულად მივლენ 2024 წლამდე, საბოლოოდ კი საქართველოს მოსახლეობა „დაასტუკებს“ ამ რადიკალებს.“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. გურამ მაჭარაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შესაძლო გაერთიანებაზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

 

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ვინც არ უნდა გაერთიანდეს ხელისუფლებაში ყოფნისას დაზიანებული პოლიტიკური პარტიის გარშემო, ასეთ პარტიას მაინც უარყოფითი შედეგები ექნება არჩევნებზე.

 

„რაც შეეხება „პრიგოჟინის პარტიის“ ირგვლივ გაერთიანებას, ამას იგივე პერსპექტივა ექნება, როგორიც აქამდე ჰქონდა ნებისმიერ მსგავსი ტიპის გაერთიანებას. ეს ხომ საზოგადოებამ ნახა. ცნობილი ქართული მულტფილმისა არ იყოს, ვეფხვს თუ წრუწუნას გული უდევს, ის ვეფხვის საქმეს ვერ გააკეთებს. როდესაც პოლიტიკური პარტია ხელისუფლებაში ყოფნის დროს არის დაზიანებული („პრიგოჟინის პარტიაზე“ ვსაუბრობ), და საერთაშორისო სასამართლომაც კი აღიარა, რომ „პრიგოჟინის პარტიის“ ხელისუფლება სააკაშვილის თამადობით არის ის, რომელმაც შეიწირა ხალხი და ა.შ. ბუნებრივია, რომ ასეთ პარტიას, მის ირგვლივ ვინც არ უნდა გაერთიანდეს, საქართველოში გამარჯვების შანსი ვერასდროს ვერ ექნება“ - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930